logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): ბაქო-მოსკოვი-ანკარის ფორმატის დიდი პერსპექტივები და  საქართველოს ადგილი
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): ბაქო-მოსკოვი-ანკარის ფორმატის დიდი პერსპექტივები და საქართველოს ადგილი
13:11 13.02.2019
ბოლო წლებში კავკასიის რეგიონში ჩვენ სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობის ჩამოყალიბების მოწმენი ვხდებით: აზერბაიჯანი-რუსეთი-ირანი, თურქეთი-რუსეთი-ირანი, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო... ეს პროცესები შემთხვევითი არ არის - ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შავი ზღვა-კასპიისა და მის ახლოს მდებარე რეგიონის სტაბილურობაში, უსაფრთხოებასა და განვითარებაში, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების რეალიზებაში.

ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა «Новое время» წერს. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

ფორმატი „აზერბაიჯანი-თურქეთი-რუსეთი“ ამჟამად ოფიციალურად არ არსებობს, რადგან პრეზიდენტების დონეზე სამმხრივი შეხვედრა ჯერ არ გამართულა, მაგრამ რეგიონში არსებული სიტუაციისა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა არის გამორიცხული, რომ ასეთი შეხვედრა შედგება.

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანს, თურქეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი ურთიერთობები, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, პრეზიდენტები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან, ასევე ხშირად აქვთ შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელებსაც. ორმხრივი თანამშრომლობა აღმავალი ხაზით მიმდინარეობს, ხდება პროექტების რეალიზებაც. ასე რომ, ინტეგრირების განვითარების ლოგიკა და ტენდენცია ისეთია, რომ აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის თანამშრომლობა გარდაუვალია.

ანკარის, ბაქოსა და მოსკოვის დაინტერესება აშკარად იგრძნობა. ამ შემთხვევაში უპრიანი იქნება გავიხსენოთ, რომ სწორედ თურქეთი ითვლება როგორც რუსეთისათვის, ისე აზერბაიჯანისათვის არა მარტო ენერგორესურსების ერთ-ერთ ძირითად შემსყიდველ ქვეყნად, არამედ ტრანზიტორი სახელმწიფოდაც. ასევე ნიშანდობლივია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ძალისხმევა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობაში გაჩენილი კრიზისის დასაძლევად (სირიაში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო). დიახ, აზერბაიჯანი, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთი შემთხვევების დროს, მართლაც „სასიცოცხლოდ“ არის დაინტერესებული, რომ მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა მეგობრული იყოს, კონფრონტაციის გარეშე.

ანკარის, ბაქოსა და მოსკოვის სტრატეგიული პარტნიორობა „ჩრდილოეთ-სამხრეთისა“ და „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ დერეფნებით ხელს შეუწყობს რეგიონული მეზობლების ეკონომიკის განვითარებასაც. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მაგისტრალით რუსეთის პროდუქცია უკვე შედის თურქეთში (...)

ბაქოს, მოსკოვს და ანკარას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აერთიანებთ: სამივე სახელმწიფო არის დაინტერესებული თანასწორუფლებიანი და ერთმანეთისთვის სასარგებლო ურთიერთობით ევროპის კავშირთან. ხაზს ვუსვამთ: სწორედ რომ თანასწორუფლებიანით - იმიტომ, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფორმატი, რომლის წევრი აზერბაიჯანიცაა, თავისი საზიანო ხასიათი აჩვენა. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს უკრაინისა და საქართველოს ამბები: ევროკავშირმა საკმაო ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ თბილისი და კიევი მოსკოვისაგან დაეშორებინა და რუსეთთან საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა გაეუარესებინა. რით შეუბრუნდა რუსეთთან კავშირების გაწყვეტა უკრაინის ეკონომიკას, ჩვენ უკვე ამას მშვენივრად ვხედავთ. და მას არც საქართველო არ ჩამორჩება: მიუხედავად იმისა, რომ თბილისი რუსეთის მიმართ კიევთან შედარებით ნაკლებ აგრესიულობას იჩენს, არც საქართველო არ იგებს არაფერს ჩრდილოელ მეზობელთან ცუდი ურთიერთობით.

ბუნებრივია, ილუზიები არ უნდა გაგვიჩნდეს, რომ ბაქოს, მოსკოვსა და ანკარას შორის თითქოსდა წინააღმდეგობები არ არსებობს. ყოველ ქვეყანას თავისი აზრი აქვს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, თითოეულს თავისი ინტერესები აქვს.... მაგრამ სამივე სახელმწიფოს დედაქალაქებში მშვენივრად ესმით: თუ ბრაიმე პრობლემა არსებობს ურთიერთობებში, ის არ უნდა გაამწვავონ და ისე უნდა მოაგვარონ, რომ ნეგატიურად არ აისახოს ორმხრივ კავშირებზე და რეგიონულ სიტუაციაზე.

სამხრივ ფორმატში თანამშრომლობის აუცილებლობა სულ უფრო აშკარა ხდება - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამივე ქვეყანა, მეტად თუ ნაკლებად, გარე ძალების ზეწოლას განიცდის. რასაკვირველია, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო არენაზე ინტერესების დაცვა ერთიანი ძალისხმევით უფრო ადვილია, როცა იცი - გვერდით პარტნიორი დაგიდგება და მხარს დაგიჭერს.

არ არის გამორიცხული, რომ ეკონომიკური ინტერესები თურქეთსა და აზერბაიჯანს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან („ევრაზეკ“) თანამშრომლობისკენაც უბიძგოს. ყოველ შემთხვევაში, ანკარა უკვე ამჟღავნებს სურვილს „ევრაზეკ“-თან აგრარულ სფეროში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმოს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ თურქეთი უკვე არის 1996 წელს ევროკავშირთან ხელმოწერილი საბაჟო კავშირის წევრი, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო სექტორის გამოკლებით. ანკარა, ევრაზეკ-თან შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ამ დანაკლისს შეივსებს.

ბუნებრივია, სამივე სახელმწიფოს შიგნით არიან საკმაოდ ბევრი პოლიტიკოსები და ორგანიზაციები არიან, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზების გამო, არ აწყობთ, რომ ბაქო-მოსკოვ-ანკარის თანამშრომლობა. რა დასამალია და ჩვენს რეგიონშიც არიან საკმაო რაოდენობის ქვეყნები და ძალები, რომლებიც ცდილობდნენ და კვლავაც შეეცდებიან სამი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებას. ასე რომ, ყოველთვის ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ არაკეთილმსურველთა ზრახვები ჩავშალოთ და მათ თავიანთი მიზნების განხორციელების საშუალება არ მივცეთ (...).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა