logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ng.ru“ (რუსეთი): სააკაშვილი „ვა-ბანკზე“ მიდის; ექს-პრეზიდენტი ემიგრანტული მთავრობის შესაქმნელად ემზადება
„ng.ru“ (რუსეთი): სააკაშვილი „ვა-ბანკზე“ მიდის; ექს-პრეზიდენტი ემიგრანტული მთავრობის შესაქმნელად ემზადება
12:57 12.02.2019
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ბელგიაში, ლიეჟში ჩატარებულ ქარველი ემიგრანტების შეკრებას, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა: „ლიეჟის შეხვედრა უფრო უკეთ იყო ორგანიზებული, ვიდრე ამას წინათ ფილადელფიაში. მიხეილ სააკაშვილმა 10 თებერვალს მოქმედების საერთო გეგმა წარადგინა, თუმცა მას სკანდალური მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ“, - ნათქვამია მასალაში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში ვრცლად არის გადმოცემული ლიეჟურ შეკრებასთან დაკავშირებული ინციდენტები, დაპირისპირებულ მხარეთა განცხადებები, დელეგატების გამონათქვამები... ავტორი ყურადღებას ამახვილებს სანდრა რულოვსის გამოსვლაზე, „რომელმაც გულში ჩამწვდომი ქართული ენით აცნობა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მიშას ცისფერი სპორტული ტანსაცმლის უფრო ეშინია, ვიდრე რუსული ჩექმისა“ და რატომღაც შემდეგ დაამატა - „ჩექმები სალომე ზურაბიშვილსაც და ეკა ბესელიასაც აქვთო“. ამ, როგორც ჩანს, სახუმარო პასაჟის აზრი გაუგებარი დარჩა“.

თვით მიხეილ სააკაშვილმა კი კრებაზე მოძრაობის „ერთად შინისკენ“ მოქმედების გეგმა წარადგინა: „ჩვენ საქართველო იქ დაბუდებული დრაკონისაგან უნდა ვიხსნათ!“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც „დრაკონში“ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, ყველაზე მდიდარი ქართველის მიერ ჩადენილი მთავარი ცოდვა მარიხუანას ლეგალურად წარმოების სურვილია, რაც საკუთარი ხალხის გამოლენჩების ხარჯზე გამდიდრებას გულისხმობს.

ექს-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემით, რომ გაყალბება თავიდან იქნეს აცილებული. აუცილებელია ჯანდაცვისა და საპენსიო სიტემის რეფორმირება და მაშინ ყველას მოუნდება სამშობლოში დაბრუნება. „მანამდე კი აუცილებელია საზღვარგარეთ საქართველოს ალტერნატიული მთავრობა ჩამოყალიბდეს. ეს საკითხი ქართველთა მესამე კონგრესზე იქნება განხილული, რომელიც, ალბათ, გაზაფხულზე რომში ჩატარდება“.

სტატიაში ავტორი ასახავს საქართველოს ხელისუფლების რეაქციასაც ლიეჟური კრების მიმართ, გადმოცემულია პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის და კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კომენტარები, რომელთა მიხედვით, საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილს რაც სურს, იმას აკეთებს, მაგრამ საქართველოში მას ციხე ელოდება.

„ლიეჟში მომხდარი მოვლენები კიდევ ერთი დემონსტრაციაა იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში განხეთქილება არსებობს. ბზარი არა მარტო ქვეყნის შიგნით არის, არამედ საზღვარგარეთულ დიასპორაშიც - თითქმის ყველა სფეროში, პოლიტიკიდან დაწყებული - კულტურაში, სპორტში და რაც ნიშანდობლივია, მასმედიაშიც. ექს-პრეზიდენტის მომხრე „რუსთავი-2“-მა ლიეჟის შეკრება ისე გააშუქა და ისეთი რაკურსით, რომ მაყურებელს ხალხმრავლობისა და ღონისძიების მასიურობის გრძნობა გაუჩინა, სხვა ტელეკომპანიებმა კი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან ახლოს არ დგანან, ყურადღება გაამახვილეს დარბაზში ბევრი ცარიელი ადგილის არსებობაზე...“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა