logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«tv360» (რუსეთი): გადაუხდის თუ არა რუსეთი საქართველოს 10 მილიონ ევროს?
«tv360» (რუსეთი): გადაუხდის თუ არა რუსეთი საქართველოს 10 მილიონ ევროს?
13:32 04.02.2019
რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების რეალიზების მექანიზმი იმის მიხედვით დადგინდება, თუ რა გარანტიას მისცემს საქართველო რუსეთს თანხის სამართლიანი განაწილების საკითხში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობაც.

ექსპერტებმა, რომლებმაც ტელეარხ „360“-ის კორესპონდენტთან საუბარში კომენტარი გაუკეთეს სიტუაციას, აღნიშნეს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთის შემდგომ დამოკიდებულებაზე ევროპის საბჭოს მიმართ. როგორც ცნობილია, ამჟამად რუსეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ევროპის სასამართლო კი სწორედ ევროპის საბჭოს ორგანოს წარმოადგენს. აღსრულდება თუ არა ECHR-ის გადაწყვეტილება, ამას დრო გვიჩვენებს.

რამ შეიძლება ხელის შეუშალოს თანხის გადახდას საქართველოსთვის?

როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემიის სამართლისა და ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტის პროფესორი ალექსანდრ მიხაილენკო ამბობს, რუსეთი ECHR-ის გადაწყვეტილებებს უმეტესად ასრულებს. საქმე ეხება იმ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებშიც რუსეთის მხარის მიერ დაშვებული პროცესუალური შეცდომები იქნა გამოვლენილი. რაც შეეხება მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას, ამ საკითხში გარკვეული ეჭვები არსებობს. „ევროპის საბჭო ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში რუსეთს გადაჭარბებულ პრეტენზიებს უყენებს“, - აცხადებს ექსპერტი. „რამდენადაც რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ უშვებენ, ჩვენი ქვეყანა საწევრო შესატანს არ იხდის. უფრო მეტიც - განიხილება საკითხი ევროსაბჭოდან გამოსვლის თაობაზეც. რუსეთი ECHR-ის მოსამართლეების დანიშვნაშიც არ მონაწილეობდა. მოკლედ, ბევრი კითხვა არსებობს, რომლებსც, კომპლექსში შეუძლიათ ხელი შეუშალონ გადაწყვეტილების აღსრულებას“.

ECHR, როგორც წესი, ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციის დარღვევის საკითხებს განიხილავს, მაგრამ რუსული მხარე ამგვარ მიდგომას არ იზიარებს - რუსეთის კონსტიტუციის დარღვევის საკითხების განხილვა მხოლოდ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაში შედის. „აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის მორალური ზიანის გადახდა სადისკუსიო რჩება. საჭიროა კონკრეტულ საკითხებს არსებითად შევხედოთ. ამგვარი საქმეებისათვის ჩვენს რუსულ სასამართლოებში სამ მილიონ ევროს ითხოვენ, სასამართლო კი მათ მხოლოდ 10 ათასს აძლევს“, - ამბობს ალექსანდრე მიხაილენკო.

ECHR-ის გადაწყვეტილება რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს

როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული იმავე ინსტიტუტის დოცენტი, საერთაშორისო სამართალმცოდნე კირა საზონოვა ამბობს, რაც კი სამართლიანობის თემას ეხება, ყველაფერს სამართლებრივ კატეგორიად ვერ ჩავთვლით. სამართლიანობა ყოველთვის შეფარდებითია და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ადგენს მას. შესაბამისად, საკმაოდ ძნელია იმის შეფასება, თუ რამდენად სამართლიანია ECHR-ის გადაწყვეტილება რუსეთისათვის. „როგორ უნდა შეფასდეს მორალური ზიანი? სიცოცხლეს ვერ შეაფასებ, მისი ფულით გაზომვა და კომპენსაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს კირა საზონოვა და იხსენებს საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციის დროს მართლაც ცუდ სიტუაციაში ჩავარდა. იგი ფეხმძიმე იყო და მშობიარობის დროს მკვდარი ბავშვი დაიბადა. „რუსეთმა იმ დროს მიიღო საკუთარი გადაწყვეტილება და დაზარალებულ მოქალაქეს 30 ათასი ევრო გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, დეპორტაცია რთულად მიმდინარეობდა. იყო ცალკეული ტრაგიკული მომენტებიც. როცა გამოვლინდა დარღვევები, რუსეთმა აღიარა და თვითონვე გადაუხადა კომპენსაცია“, - აცხადებს კირა საზონოვა.

გადაიხდის თუ არა რუსეთი საკომპენსაციო თანხას? გააჩნია, როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით. მხედველობაშია მისაღები რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვით, ერთდერთი შემთხვევა, როცა სახელმწიფოს შეუძლია ECHR-ის გადაწყვეტილება არ შეასრულოს, ეს არის სიტუაცია, როცა გადაწყვეტილება რუსეთის კონსტიტუციის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება..

„თუ ECHR-ის გადაწყვეტილების დამატებითი ექსპერტიზა მოხდება და მასში არაფერი ანტიკონსტიტუციური არ გამოვლინდება, მაშინ, რასაკვირველია, რუსეთი თანხას გადაიხდის“, - აღნიშნავს კირა საზონოვა, მაგრამ რადგანაც ბოლო დროს, რუსეთის ევროპის საბჭოდან სავარაუდო გამოსვლის კონტექსტში, სიტუაცია ძალიან არის პოლიტიზებული და თუ ამ ფაქტს დასავლეთი ხმაურიანი პოლიტიკურ კამპანიისათვის გამოიყენებს, მაშინ საქმე სხვა მიმართულებით განვითარდება. „ის რომ ECHR-მა შვიდჯერ შეამცირა საქართველოს მიერ მოთხოვნილი თანხა - 70 მილიონი ევროდან 10 მილიონამდე, ეს რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს“, - ასკვნის კირა საზონოვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა