რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგოლი კარასინი იმ სქემას განმარტავს, რომლის მიხევითაც დანარჩენი
საქართველოდან ოკუპირებული ტერიტორიების გავლით ტვირთები იმოძრავებს.
ამის შესახებ კარასინმა რუსული «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ტვირთები, რომლებიც საქართველოს გავლით რუსეთში მიდის (არაა სავალდებულო, რომ ეს ტვირთები მხოლოდ ქართული იყო. შეიძლება იყოს სომხეთისაც), დაფიქსირებული იქნება საბაჟო პუნქტებზე შვეიცარიული ფირმის მიერ, შემდეგ კი დაილუქება და შესაბამისი ლუქებით გაივლიან „აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას,“ გადავლენ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ეს ლუქები მოიხსნება. ყველა მონაცემი კი იმ საქონლის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიებზე გაივლის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გადაეცემა“-განაცხადა კარასინმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

















