logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): თბილისი-„კონსტანტინოპოლი“; დიპლომატიური რევერანსი და რეალობა
«Radio Voice of America» (აშშ): თბილისი-„კონსტანტინოპოლი“; დიპლომატიური რევერანსი და რეალობა
12:33 02.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრთა უმრავლესობა უკრაინის მართლმადიდებული ავტოკეფალური ეკლესიის დაბადების ფაქტს არ აღიარებს - ეს იყო მთავარი გზავნილი თბილისში მყოფი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციის მიმართ, რომელსაც გალიის (საფრანგეთის) მიტროპოლიტი ემანუელი და ანდრიანუპოლის მიტროპოლიტი ამფილოქიოსი წარმოადგენდნენ.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს (ანუ ფანარის, როგორც მას ხშირად უწოდებენ სტამბოლის იმ რაიონის სახელწოდების შესაბამისად, სადაც პატრიარქის რეზიდენცია მდებარწეობს) დელეგაცია თბილისს 24 დღეში ეწვია, ანუ იმ მომენტიდან, როცა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის ეკლესიას ტომოსი მიანიჭა და მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში მე-15 ადგილი მიაკუთნა.

პატრიარქ ილია მეორეს, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეუფეებს შორის შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შემდეგ იყო მედიის თვალწინ დიპლომატიური რევერანსები - მიტროპოლიტმა ემანუელმა ბრძანა, რომ ფანარი „საქართველოს ეკლესიას თავს არაფერს ახვევს“, საპასუხოდ კი პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხში კონსტანტინოპოლი „საქართველოს საპატრიარქოს აუჩქარებლობას სრული გაგებით ეკიდება“.

ათენში მცხოვრები თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მსოფლიო საპატრიარქო საქართველოს ეკლესიას ცალსახად რუსულ ორბიტაზე მყოფ ეკლესიად განიხილავს: „ფანარშიც და ზოგადად, მსოფლიო მართლმადიდებლობაში ჩვენ ამ ეტაპზე განგვიხილავენ როგორც რუსეთის საეგზარქოსოს. ნებისმიერ პრინციპულ საკითხზე, როგორც რუსეთის ეკლესია იტყვის, საქართველოს ეკლესიაც ისე იქცევა. ასეთი არის კონსტანტინოპოლის პოზიცია რეალურად. რასაკვირველია, ეს დიპლომატიურად იფუთება, ისტორიის გამო პატივისცემით და ა.შ. ჩამოდიან ჩვენთან, რომ ეს დიპლომატიური და კონიუნქტურული ფორმალობები დაიცვან, სინამდვილეში არავის სჯერა, რომ ჩვენ ავდგებით და უკრაინის ავტოკეფალიას მხარს დავუჭერთ. გულწრფელად ვამბობ, ამ ეტაპზე ეს არავის სჯერა“.

რუსეთის ეკლესიამ მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი 2018 წლის 15 ოქტომბერს გაწყვიტა, როცა ნათელი გახდა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აუცილებლად აღიარებდა.

მოსკოვის საპატრიარქომ პარალელურად წამოიწყო მძლავრი შანტაჟისა და ზეწოლის კამპანია სხვა ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რათა ტომოსის გადაცემის შემდეგ, მსოფლიო მართლმადიდებლობაში სქიზმა შეეტანა და უკრაინის ახალი ეკლესიის მასიური აღიარება არ დაეშვა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მოელიან, რომ ახლო მომავალში, უკრაინის ავტოკეფალიას სცნობს კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, იერუსალიმისა და ელადის ეკლესიები. „რუსულ კლუბში“ კი რჩებიან ანტიოქიის, ალექსანდრიის, სერბეთის, პოლონეთის და ჩეხეთ-სლოვაკეთის ეკლესიები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრთა პრორუსული ფრთის ოფიციალური პოზიციაა, რომ „უკრაინის აღიარების საკითხში არ ავჩქარდეთ და დაველოდოთ, დიპტიქში საქართველოზე წინ მდგომი ეკლესიების გადაწყვეტილებას.“ წმინდა სინოდის წევრთა მცირე ნაწილი უკრაინის ეკლესიის ტომოსის აღიარებას ღიად უჭერს მხარს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა