გავლენიანი გერმანული ჰოლდინგი, «Deutsche Welle» ქართველ სამართალდამრღვევებს მორიგ
სტატიას უძღვნის და წერს, რომ ქართველები ბინების ძარცვიდან რძის ფხვნილის ქურდობა-დატაცებაზე გადაერთნენ.
"თავდაპირველად ქართველები უმეტესად ბინების ძარცვაში იყვნენ შემჩნეულნი, თუმცა ბოლო დროს ქართველთა ბანდები გერმანიის მაღაზიებში ახალშობილი ბავშვებისათვის განკუთვნილი რძის ფხვნილის დატაცებაშიც სპეციალდებიან. ეს პროდუქცია ძალიან დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს („შავი ბაზრის“ ფასების მიხედვით) ჩინეთში, სადაც იქაურ რძის ფხვნილთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის შემდეგ, ახალგაზრდა ჩინელმა დედებმა უარი თქვეს სამამულო პროდუქციის ყიდვაზე.
გასული წლის გაზაფხულზე საქართველო უვიზო რეჟიმის გაუქმების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის ხელისუფლებამ, სადაც ყველაზე უფრო მეტად შეიმჩნეოდა ქართველ ბინის მძარცველთა აქტიურობა, ოფიციალურად სთხოვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მას ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაში დაერწმუნებინა. ასეთი საფრთხის წინაშე მყოფმა საქართველომ თვითონ სთხოვა გერმანიის ხელისუფლებას ქვეყანა „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეეყვანა"-წერს გამოცემა.
P.S. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

















