logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„golosarmenii“(სომხეთი): ბაქო ანტისომხური განწყობების პროვოცირებას ახდენს-ქართველებო, არ აჰყვეთ!
„golosarmenii“(სომხეთი): ბაქო ანტისომხური განწყობების პროვოცირებას ახდენს-ქართველებო, არ აჰყვეთ!
12:26 25.01.2019
სომხური გამოცემა «Голос Армении», საქართველოში მიხეილ ავაგიანის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანული პრესის ნეგატიურ შეფასებებს ეხმაურება და აზერბაიჯანს საქართველოსა და სომხეთში შორის უკმაყოფილების პროვოცირებაში ადანაშაულებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ზარა გევორქიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ჭეშმარიტად საკვირველი იქნებოდა, აზერბაიჯანი რომ თავისი ჩვეული რეპერტუარით არ გამოსულიყო - ისტერიკით და ყვირილით - და მშობლიურ სოფელში, ახალაქალაქის მუნიციპალიტეტში, ყარაბაღის ომის გმირისათვის მიხეილ ავაგიანისათვის ძეგლის დადგმა არ გაეპროტესტებინა. ბაქომ მორიგი პოლიტიკური პროვოკაცია მოაწყო სომხურ-ქართული ურთიერთობაში განხეთქილების შეტანის მიზნით. სხვათა შორის, მოვლენებს წინ გავუსწრებთ და განვმარტავთ, რომ მიხეილ ავაგიანის ძეგლი სოფელ ბუღაშენში ჯერ კიდევ 1997 წლიდან დგას, ძველი სკოლის ეზოში და ამ დღეებში, უბრალოდ მისი შეცვლა-განახლება განახორციელეს.

ძეგლთან დაკავშირებული ღონისძიება 20 იანვარს ჩატარდა და მასმედიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, მასში მონაწილეობა ადგილობრივვი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს - ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ენზელ მკოიანმა და სამველ მანუკიანმა, სომხეთის ელჩმა საქართველოში რუბენ სადოიანმა, მეცენატ-ქველმოქმედმა გაგიკ ავაგიანმა და სხვებმა. გარდაცვლილის სული ეკლესიაშიც მოიხსენიეს, კითხულობდნენ ლექსებს, გახსნეს საბავშვო მოედანი - მოკლედ, ყველაფერი ჩვეულებრივად იყო ისე, როგორც ასეთ სიტუაციაში ხდება ხოლმე.

ხმაური მას შემდეგ ატყდა, როცა გამოცემა „კავკაზპლუსმა“ - აზერბაიჯანულმა მედიარესურსმა (თუმცა ცდილობს დამალოს თავისი წარმმომავლობა) მომხდარის თაობაზე სულისშემძვრელი სტატია გამოაქვეყნა აფხაზური გადახრით - „მიხეილ ავაგიანი აფხაზეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობდაო“ და რომ „სომეხი ტერორისტები ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტენო“. ამ აბსურდულმა და ბოდვითმა სტატიამ სულ მალე სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და დაიწყო, რაც დაიწყო... ტელეარხმა „რუსთავი-2“-მა ვიდეომასალა მოამზადა და ა.შ. პრინციპში, ავტორის მიზანიც სწორედ ეს იყო.

მოკლედ, აზერბაიჯანელებმა პროვოკაციის თავიანთი ნაწილი, უხეშად, მაგრამ მაინც განახორცილეს. სამწუხაროდ, მას ქართული ოპოზიციის ნაწილიც აჰყვა და პროცესში ჩაერთო. გარდა ამისა, პარლამენტის წევრმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, რომელიც თვითონ „ქართული ოცნების“ დეპუტატია, დრო იპოვა და მმართველი პარტია გააკრიტიკა. ამასობაში, ოფიციალურმა ბაქომ ოპერატიულად გამოუცხადა პროტესტი საქართველოს - ყველა ზომა მიიღეთ სიტუაციის გამოსასწორებლადო. რა იგულისხმება ამაში, დაზუსტებული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი ძეგლის არებას ითხოვს.

„მომხდარი ამბავი სხვა არაფერია, თუ არა აზერბაიჯანის მცდელობა თავის მიერ კონტროლირებული მასმედიით ქართველებსა და სომხებში მტრობა დათესოს და არ დაუშვას ორი მეზობლის ურთიერთობების გაღრმავება. გასაკვირი არაა, რომ ამ ისტერიას წინ უსწრებდა სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების მნიშვნელოვანი შეხვედრა ბოლნისში“, - ასეთი კომენტარი გააკეთა „გოლოს არმენიის“ კორესპონდენტთან საუბრისას საქართველოს საკითხების ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა.

ჩვენი მხრიდან დავამატებთ:

არცერთი წამით არ შეგვაქვს ეჭვი იმაში, რომ ოფიციალური თბილისი და ქართული საზოგადოება [აზერბაიჯანის] ამ იაფფასიან პროვოკაციას აჰყვება, რომელიც უხეშად და ღიად არის გამიზნული სომხურ-ქართული ურთიერთობების ძირის გამოთხრისათვის, სომეხთმოშიშობის („არმიანოფობიის“) ექსპორტის გზით. მით უმეტეს, რომ ბაქოს პროტესტი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ღიად ჩარევა. ალბათ, აზერბაიჯანში თვლიან, რომ მათ შეუძლიათ ოფიციალურ თბილისს თავიანთი პირობები უკარნახონ - სად და ვის დაუდგან ძეგლები. თანაც ამ შემთხვევაში საკითხი საქართველოში დაბადებულ და მცხოვრებ ადამიანს ეხება და არა, ვთქვათ, ქვისგან გამოთლილ კერპს - ჰეიდარ-ბაბას, რომელსაც ყველგან დგამენ, სადაც საჭირო არ არის და მისთვის იმ ადგილებსაც კი ყიდულობენ, რომელთანაც აზერბაიჯანის „საერთო-ეროვნულ ლიდერს“ არასოდეს ურთიერთობა არ ჰქონია..

და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: ყარაბაღის ომის გმირის მიხეილ ავაგიანის ძეგლი სოფელ ბუღაშენში 1997 წელს - ანუ 22 წლის წინ დაიდგა...


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა