logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიტანეთში გარდაცვლილი გოგონას მამა ქართველი პოლიციელების მიერ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას განსაცვიფრებელს უწოდებს
ბრიტანეთში გარდაცვლილი გოგონას მამა ქართველი პოლიციელების მიერ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას განსაცვიფრებელს უწოდებს
11:27 24.01.2019
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Guardian»-ის მიერ ფრენსის პეროდანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დაკავების ისტორია, რომელიც ლონდონის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია მდინარე ტემზაზე კატერის ავარიის დროს ქალის სიკვდილში.

„31 წლის ჯეკ შეპარდს სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით პატიმრობა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებელი, უნებლიე სიკვდილის გამო. ლონდონის პოლიციის განცხადებით, ჯეკ შეპარდი, რომელიც საერთაშორისო ორდერით იძებნებოდა, უკვე დაკავებულია საქართველოს პოლიციის მიერ“.

საქართველოს საელჩომ დაადასტურა, რომ ჯეკ შეპარდი ქართულ პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა მას შემდეგ, მრაც შარლოტა ბრაუნის ოჯახმა მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით მოქმედება გააქტიურა. დაღუპული ქალის მამამ გრემ ბრაუნმა ჯეკ შეპარდის დაკავებას „განსაცვიფრებელი უწოდა და ფეისბუქში დაწერა: „შარლოტასათვის სამართლიანობის აღდგენა ახლოვდება!“.

ჯეკ შეპარდმა და შარლოტა ბრაუნმა ერთმანეთი გაცნობის საიტზე გაიცნეს. იმ საბედისწერო ღამეს, 2015 წლის 8 დეკემბერს, მათ პირველი შეხვედრა ჰქონდათ. ჯეკმა შარლოტა ვახშამზე მიიწვია, შემდეგ კი მდინარე ტემზაზე კატერით გასეირნება შესთავაზა, პარლამენტის შენობასთან ახლოს. თურმე წყალში ხის მორი იყო ჩაძირული და მათ ვერ შენიშნეს, კატერი მორს დაეჯახა და გადაბრუნდა. ორივე წყალში აღმოჩნდა. მაშველებმა ჯეკ შეპარდი გადაარჩინეს, მაგრამ შარლოტა ბრაუნი გარდაცვლილი იპოვეს. დადგინდა, რომ კატერის საჭე კარგად არ მუშაობდა. როგორც პროკურორმა განაცხადა, აღნიშნული კატერით ცურვა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო.

ჯეკ შეპარდმა მიმალვა მოახერხა, მაგრამ სასამართლომ იგი დაუსწრებლად მაინც გაასამართლა. ამასთან, ბრალდებულმა მაინც შეძლო, ადვოკატის მეშვეობით, გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება, რის შემდეგაც მას 19 დეკემბერს გასაჩივრების ნება დართეს.

შარლოტა ბრაუნის ოჯახმა და განსაკუთრებით მამამისმა გრეგ ბრაუნმა ბოლო დროს ბრიტანეთის სამართალდამცველ ორგანოებზე ზეწოლა გააძლიერა. სამშაბათს ოჯახის წევრები დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საჯიდ ჯავიდს შეხვდნენ, შემდეგ კი ჯეკ შეპარდს [მასმედიის საშუალებით] მოუწოდეს პოლიციას ჩაბარებოდა.

საქართველოს ტელეარხის „რუსთავი-2“-ის მიერ ნაჩვენებ ვიდეოკადრებში მოჩანს წვეროსანი მამაკაცი, გრძელი პალტოში ჩაცმული, ჯინსებში და შარფმოხვეული, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პოლიციის შენობაში ღიმილით შედის. იგი ჟურნალისტებს ეუბნება: „დიახ, მე ჯეკ შეპარდი მქვია და იმ ტრაგიკული ავარიის მონაწილე ვარ... რომელშიც შარლოტა ბრაუნი დაიღუპა“.

გრემ ბრაუნმა, შარლოტას მამამ, მინისტრთან შესხვედრის შემდეგ განაცხადა: „საჯიდ ჯავიდმა მითხრა, ამ საქმეს პირადად მივხედავო. ჩვენი პოზიცია ნათელია: ჯეკ შეპარდს დამალვაში ხელი არავინ არ უნდა შეუწყოს ხელი. იგი უპირველეს ყოვლისა, დაკავებული უნდა იქნეს“.

როცა ჯეკ შეპარდის დაკავება გაიგო, გრემ ბრაუნმა „ბი-ბი-სი“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ემოციებს ვერ იკავებს: „ჯეკი ძალიან ცუდად მოიქცა, რომ მართლმსაჯულება ფეხზე დაიკიდა. მადლობა ღმერთს, რომ მას ჭკუა ეყო და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა“.

ქეთი ბრაუნმა, შარლოტას დამ, გაოცება გამოხატა იმით, რომ ქართული ტელეარხის ვიდეოკადრში ჯეკ შეპარდი ერთობ „თვითკმაყოფილი“ ჩანდა: „ძალიან გაკვირვებული ვარ, თუ როგორი თვითკმაყოფილი სახით დადის. ამით მისი ქედმაღლური დამოკიდებულებაც ჩანს. იგი დამნაშავედ არის აღიარებული, გაქცეული იყო და ახლა ხედავთ, როგორი სახე აქვს, იღიმება და აცხადებს, უდანაშაულო ვარო. თუ უდანაშაულო იყო, რატომ გაიქცა? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია“.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯით ჯავიდმა განაცხადა, „შევეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჯეკ შეპარდის ექსტრადირება საქართველოდან ბრიტანეთში. მნიშვნელოვანია, რომ ბრაუნების ოჯახისათვის სამართლიანობა აღდგეს“.
---------
სტატიები ჯეკ შეპარდთან დაკავშირებით ბრიტანეთის სხვა გაზეთებშიც გამოქვეყნდა - «The Times»-ში სათაურით „კატერით მკვლელი ჯეკ შეპარდი ათთთვიანი ძებნის შემდეგ საქართველოში დააკავეს“ (ავტორი - ჯეკ სიმპსონი), «Daily Mirror»-ში - „მკვლელი თავს უდანაშაულოდ თვლის და ყველაფერს ქალს აბრალებს“ (ავტორი - ტობი მეიჯერსი) და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა