logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Iran Radio» (ირანი): ამერიკული გემების აქტიურობა შავ ზღვაზე-მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს
«Iran Radio» (ირანი): ამერიკული გემების აქტიურობა შავ ზღვაზე-მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს
12:48 22.01.2019
„როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატოს მთავარი წევრის სტატუსით, რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების გამო, შავ ზღვაზე თავისი მუდმივი ყოფნა 2008 წლიდან უზრუნველყო. 2014 წლიდან, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთ-ნატოს შორის დაძაბულობის მატებასა და იმავე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ზრდასთან ერთად, პენტაგონმა შავ ზღვასაც მიაპყრო თვალი და მის აკვატორიაშიც ამერიკული სამხედრო გემების ცურვის სიხშირე მნიშვნელოვნად გაფართოვდა“-ამის შესახებ ირანული გამოცემა, «Iran Russian Radio//Pars Today» წერს.

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნა განპირობებულია მოკავშირეებისათვის მხარდაჭერით, ანუ რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის მიმართ. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონმა ოდესაში შექმნა საზღვაო ოპერაციების ცენტრიც, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

ამერიკა კიდევ უფრო გააქტიურდა ქერჩის სრუტეში უკრაინისა და რუსეთის გემებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ: 2019 წლის 6 იანვარს შავ ზღვაში შევიდა აშშ-ის დიდი საესკადრო ნაღმოსანი USS Fort McHenry.

ეს კიდევ არაფერი - ამ დღეებში პენტაგონმა შავ ზღვაში გაგზავნა კიდევ ერთი მსგავსი საესკადრო ნაღმოსანი USS Donald Cook, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა აკვატორიაში. რუსეთი ამერიკის აქციას [ზოგიერთი ქვეყნის] შემაგულიანებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პენტაგონის ასეთი მოქმედება რეგიონში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გემებმა შესაბამისი მონიტორინგი დაიწყეს აშშ-ის გემების მიმართ, მათი გადაადგილების კონტროლის მიზნით.

რუსეთის პოზიციის თანახმად, შავი ზღვის აკვატორიაში აშს-ის სამხედრო ხომალდების ყოფნა მის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. მოსკოვმა ამის Tაობაზე აშშ და ნატო არაერთხელ გააფრთხილა. რუსი სტრატეგოსების აზრით, შავ ზღვაზე აშშ-ის აქტიურობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიურობის შემადგენელი ნაწილია რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან.

სწორედ ამიტომაც რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინაში აქცენტი გადატანილია შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გაძლიერებაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რუსეთი მზადაა მიიღოს ამერიკის გამოწვევა და მას პასუხი გასცეს. მით უმეტეს, რომ მოსკოვის აზრით, შავი ზღვის მეშვეობით აშშ-სა და ნატოს კავკასიაში გავლენის განმტკიცებს სურს, სადაც, თავის მხრივ, რუსეთს სასიცოცხლო ინტერესები აქვს.

რუსეთის მკვეთრი და დაუყონებლივი რეაქცია შავ ზღვაზე ამერიკული ხომალდების გამოჩენასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. მოსკოვისათვის შავი ზღვის აკვატორია, განსაკუთრებით ყირიმი, მისი მისი სამხედრო ფლოტის გემების დისლოკაციის ისტორიულ ადგილს წარმოადგენს. ამჟამად მოსკოვი დიდ ძალისხმევას ახმარს ფლოტის გაძლიერებას.

შეიძლება გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ: შავი ზღვის მილიტარიზაცია და მის აკვატორიაში სხვადaსახვა სამხედრო-საზღვაო ტექნიკის დილოკაცია მიმდინარე ეტაპზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ერთგვარ შეჯიბრად, გადაიქცა. სავარაუდოდ, უახლოეს დროში კონკურენციის არენაზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რის შედეგადაც შავი ზღვა სერიოზული კონფრონტაციის კერად გადაიქცევა.

წყარო: NSP.GE



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა