სტატია ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თამვმჯდომარის ზაზა თავაძის ვიზიტს თურქეთში, ართვინის
პროვინციაში, სადაც იგი ბათუმიდან ჩავიდა და იქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ კონსულთან - ავთანდილ მიქაცაძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ართვინის გუბერნატორმა ილმაზ დორუკმა ქართველ სტუმრებს მიღება ატატეპეში გაუმართა, სადაც მუსტაფა ქემალ-ათა-თურქის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება დგას. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ართვინის მერი მეჰმნედ ქოჯატეპე, გენპროკურორი მოჰამედ ბაშბაი, ართვინის პოლიციის უფროსი მეჰმედ სელვი, ართვინის პროვინციის ტურიზმის საქმეთა ხელმძღვანელი ომარ გიუმეში და სხვები.
გუბერნატორი მიესალმა საქართველოს დელეგაციას და განაცხადა, რომ თურქეთი და საქართველო მეგობარი და მოძმე სახელმწიფოები არიან. „ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება“, - აღნიშნა ილმაზ დორუკმა.
თავის მხრივ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაზა თავაძემ ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის განვიტარება საქართველოსთვის ძალიან სასიხარულოა. „ჩვენ შორის მართლაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა არსებობს, რომელიც სხვებისთვის მისაბაძი უნდა იყოს. ორი ქვეყნის სოლიდარობა ძალებს გვმატებს. ძალიან გვიყვარს ჩვენი მოსაზღვრე ართვინის მხარე. ქალაქ შავშეთშიც ვაპირებთ გამგზავრებას, სადაც პაპაჩემი ცხოვრობდა. შესაძლებლობა მომეცემა ადგილზე ვნახო მისი სილამაზე, ადგიკლობრივ მერსაც ვეწვევით. მოხარული ვიქნებით თურქეთის დელეგაციასაც ვუმასპინძ;ლოთ საქართველოში“.
საპატიო მიღების დასასრულს დელეგაციის წევრებმა ფოტოსურათი მუსტაფა ქემალის ძეგლთან გადაიღეს.

















