logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): აზერბაიჯანში, რომელიც გაზით საქართველოს ამარაგებს, მოსახლეობა ბუნებრივი აირის უქონლობას უჩივის
«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): აზერბაიჯანში, რომელიც გაზით საქართველოს ამარაგებს, მოსახლეობა ბუნებრივი აირის უქონლობას უჩივის
18:29 18.01.2019
„აზერბაიჯანის ექსპორტის სტრუქტურაში ბუნებრივ გაზს მეორე ადგილი უკავია და პირველ ადგილს მხოლოდ ნავთობს უთმობს. კასპიისპირა ქვეყანა ბუნებრივი გაზის საზღვარგარეთ გაყიდვიდან თითქმის ერთ მილიარდამდე დოლარს იღებს. აზერბაიჯანი გაზის მოპოვების მსხვილ პროექტებს ახორციელებს და მეზობელ საქართველოს საწვავით თითქმის 100%-ით უზრუნველყოფს, მაგრამ ხშირად თვითონ აზერბაიჯანელები არ არიან ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფილნი - მათ სახლებში გაზი ქრება“, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - მაგერამ ზეინალოვი, BBC-ის კორესპონდენტი ბაქოში).

პუბლიკაციაში ასახულია ბაქოში და მის შემოგარენში - აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარე დაბა მაშგატაში შექმნილი რთული ვითარება მოსახლეობის გაზით მომარაგების სფეროში.

„მაშგატიდან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით „სოკარის“ ცათამბჯენი დგას - კომპანიისა, რომელიც აზერბაიჯანში ნავთობსა და გაზს მოიპოვებს. აზერბაიჯანმა გასულ წელს 8,9 მილიარდი კუბმეტრი გაზის გაყიდა და 1,3 მილირადი დოლარი მიიღო. როგორც ეკონომისტი ტოგრულ მაშალი ამბობს, საზღვარგარეთ გაზის დეფიციტი არ უნდა იყოს, რადგანაც ყველაფერი კონტრაქტით მკაცრადაა განსაზღვრული.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ (მილსადენების კომპლექსით) აზერბაიჯანიდან გაზი მიეწოდება თურრქეთს, იქიდან კი ევროპას. მეზობელი საქართველო ბუნებრივ საწვავში მოთხოვნილებას მთლიანად აზერბაიჯანული გაზით იკმაყოფილებს.

ბაქოს მოსახლეობა გაზს ფართოდ იყენებს გასათბობად უბრალო მიზეზის გამო - ბუნებრივი საწვავი ელექტროდენზე საკმაოდ იაფია. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინათ გაზის მოხმარების ტარიფი გაიზარდა და დღეს ერთი კუბმეტრი 0,11 დოლარი ღირს (შედარებისთვის: მეზობელ საქართველოში - 0,18-დან 0,21 დოლარამდე, სომხეთში - 0,16-დან 0,29 დოლარამდე).

ბაქოს მოსახლეობას გაზით კომპანია „აზერიგაზი“ ამარაგებს, რომელიც, „სოკარის“ მსგავსად, სახელმწიფო მონოპოლიტს წარმოადგენს და აცხადებს, რომ გაზით მომარაგების წყვეტა მხოლოდ დროებით მოვლენას წარმოადგენს. „ბაქოსა და მის შემოგარენში გაზის დეფიციტი არ არის, გაზი საკმარისია და მოსახლეობა მთლიანად მარაგდება“, - ამბობს ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში კომპანია „აზერიგაზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კარბალაევი.

დამოუკიდებელი ექსპერტები და დამკვირვბლები ვარაუდობენ, რომ პრობლემა საკმაოდ მოძველებულ და „გაცვეთილ“ ინფრასტრუქტურაშია - ბაქოს გაზსადენები გასული საუკუნის 60-80-იან წლებშია აგებული, გაზი მილებიდან ჟონავს და მომხმარებლამდე დანაკარგებით მიდის. ცივი ზამთრის დროს კომპანია მიწოდებული გაზის წნევას ზრდის, მაგრამ მაღალი წნევის შედეგად დანაკარგები უფრო მატულობს და მოსახლეობასაც საფრთხეს უქმნის.

როგორც ილჰამ შაბანი, ნავთობ-გაზის კვლევის ცენტრის დირექტორი ამბობს, ბაქოს ახალმშენებლობები ქალაქის მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე დამატებით დატვირთვას ახდენს და მილები ვეღარ უძლებს. პოსტსაბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის დედაქალაქის მოსახლეობა 1,7 მილიონიდან 2,3 მილიონამდე გაიზარდა, ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპები კი მშენებლობების ზრდას ვერ ეწევა.

„საზღვარგარეთ ჯერ ინფრასტრუქტურას ამზადებენ, შემდეგ კი შენობებს აგებენ, - ამბობს ილჰამ შაბანი, - ჩვენთან კი პირიქით ხდება. მხოლოდ ბოლო წლებში დავიწყეთ ჯერ კომუნიკაციების მიყვანა, შემდეგ კი შენობის აგება“.

სხვადასსხვა კვლევების მიხედვით, 2015 წელს გაზის დანაკარგები მიწოდებული მოცულობის 16,8% იყო, 2016 წელს, დიდი ძალისხმევით, 12,7%-მდე შეამცირეს. ეს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ნიშნავს, რადგან ჯერ კიდევ 8 წლის წინათ „დაცხრილული“ გაზასადენებიდან მიწოდებული გაზის 40% იკარგებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა