„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი მარცხის ფორმულაა.
ბერძენიშვილთან ინტერვიუს პოლონური გამოცემა «Visegrad/Insight» აქვეყნებს, თუმცა მისი პირველწყარო ჟურნალი „ლიბერალია“.
„მიხეილ სააკაშვილი არის მარცხის ფორმულა. რაც უფრო აქტიური და პრეტენზიული იქნება ის, რაც უფრო მეტი წამოცდენა ექნება, ვთქვათ ისეთი, როდესაც ჯარს და პოლიციას მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ, მით უარესი იქნება მისთვის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიტინგზე აცხადებს - „მივესალმოთ პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძეს“ - ეს ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის მიუღებელია. ეს წითელი ხაზია. თავად ვაშაძესაც არასოდეს უთქვამს, რომ ის პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილის როლი უკიდურესად ნეგატიურია. ამას ჩვენ არასოდეს ვმალავდით“-განაცხადა ბერძენიშვილმა.

















