logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Stern» (გერმანია): უფრო მეტი, ვიდრე ტექნო - „ბასიანში“ საქართველო თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის ცეკვავს
«Stern» (გერმანია): უფრო მეტი, ვიდრე ტექნო - „ბასიანში“ საქართველო თავისუფლებისა და ცვლილებებისთვის ცეკვავს
15:26 25.12.2018
გავლენიანი გერმანული გამოცემის, «Stern»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული თბილისის ღამის კლუბების, კერძოდ „ბასიანის“ საქმიანობა - რა ხდება იქ, რა მიზნები აქვთ, ვინ არიან კლუბის კლიენტები და რით ერთობა ქართული ახალგაზრდობა.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ნორა განტენბრინკის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციის ავტორი გერმანელ მკითხველს აცნობს 28 წლის ლევან ბერიანიძეს, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს ბუდაპეშტში იკვლევდა და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციას - „თანასწორობის მოძრაობას“ ხელმძღვანელობს:

„ლევანს სურს, რომ საქართველო თავისუფალი იყოს სტალინიზმისაგან, ნაციზმისაგან და რომ ქვეყანაში გეების (ჰომოსექსუალისტების) უფლებებიც იყოს დაცული. სწორედ ამიტომ ლევანი ღამის კლუბ „ბასიანის“ აქტივისტია, სადაც ადამიანებს არავინ ჩაგავს და არავინ დევნის, სადაც ყველა თანასწორია. „ბასიანი“ ამ მხრივ უსაფრთხოების სივრცეა. „საქართველოში დღემდე ცხოვრობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებთაც ჩემი და ჩემი მსგავსი მოქალაქეების მოკვლა სურთ, - ამბობს ლევანი“.

პუბლიკაციის ავტორი აღწერს საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების ფაქტებს, გეებისა და „ლესბოსელების არასახარბიელო მდგომარეობას: „ორგანიზაცია World Value Survey-ის მონაცემებით, საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნებს შორის მესამე ადგილი უკავია. ქართველთა 90% თავის გეი-მეზობელს გარკვეულწილად ამრეზით უყურებს. ერთ-ერთ გერმანული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში მოდელიორმა დემნა გვასალიამ, ჟურნალისტის კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა საქართველოში, უპასუხა, რომ „ახლა ნამდვილად არა. იმიტომ, რომ მემუქრებიან. საქართველოში ბევრი ადამიანია უკმაყოფილო იმით, რომ მსოფლიოში მე მიცნობენ, როგორც გეების მდევნელი ქვეყნიდან წამოსულს და არა იოსებ სტალინის და ედუარდ შევარდნაძის ქვეყნიდან“.

„სანამ „ბასიანი“ გაიხსნებოდა, პროსტიტუტები, ლესბოსელები და ტრანსგენდერები თავს ცირკთან იყრიდნენ ხოლმე, სადაც მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ მოკვლას ცდილობდნენ“, - აღნიშნულია სტატიაში.

ნორა განტენბრინკი ესაუბრება „ბასიანის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ტატო გეთიას, რომელიც გერმანელ ჟურნალისტს კლუბის ისტორიას აცნობს - თუ როგორ გაუვარდა სახელი მსოფლიოში „ბასიანს“, როგორც ტექნომუსიკის და ცეკვა-გართობის თანამედროვე ერთ-ერთ ცენტრს. მისი თქმით, წარმატებები ნამდვილად არის, მაგრამ ასევე არის პრობლემებიც, რომელიც უპირველესად ქართული პოლიციის რეიდმა გამოიწვია (პუბლიკაციაში ვრცლად არის აღწერილი თბილისში მომხდარი საპროტესტო აქციები ამ ფაქტთთან დაკავშირებით).

სტატიაში საუბარია აგრეთვე ნარკომოხმარების პრობლემაზე: ტატო გეთიას თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს ნარკოტიკებისადმი „ნულოვანი თმენის“ პოლიტიკა, არ არსებობს განსხვავება მოხმარებასა და ვაჭრობას შორის. ამ მხრივ ქართული კანონმდებლობა ცვლილებებს საჭიროებს. იგი აცხადებს, რომ არ მოსწონს ის ადამიანები, რომლებსაც სტალინის ეპოქის მიმართ ნისტალგია აქვთ. ტატო გეთია ასევე ეწინააღმდეგება ქართული ეკლესიის პოზიციასაც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა