logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რობინ შეპარდი: სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ წასვლის დროა
რობინ შეპარდი: სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ წასვლის დროა
18:38 18.12.2018
ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის უფროსი მრჩეველის, რობინ შეპარდის განცხადებით, მოცემულ რეალობაში ყველაზე კარგი ის იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აქტიური პოლიტიკისგან გვერდზე გადგეს და სხვა ლიდერის გაზრდაში შეიტანოს წვლილი.

ეს განცხადება პოლიტოლოგმა «Radio Voice of Americaსთან ინტერვიუში გააკეთა.

„ბრიტანულ პოლიტიკაში არის ფრაზა, რომელიც ხშირად გამოიყენება - „დრო პოულობს კაცს“. როცა მარგარეტ ტეთჩერი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ფრაზას მოდიფიცირება გავუკეთეთ და ვამბობდით - „დრო პოულობს ქალს“. დრო პოულობს ადამიანს, რომელიც ქვეყანას საკუთარი ბედის განსაზღვრაში კონკრეტულ მომენტში სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს.

რთულია იმის გადმოცემა, თუ როგორ მოქმედებდა იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის მიმართ უპატივისცემლობის გამოხატვის გარეშე. ჯერ უკრაინელი გახდა, შემდეგ უკრაინელი აღარ იყო... არის თუ არა ისევ ქართველი? ტექნიკურად შეუძლია ისევ გახდეს ქართველი... თუ ჰოლანდიელია? ამაში ჰოლანდიელები არ არიან დარწმუნებული... თუ ბოლომდე ცნობილი არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ადამიანი, რთულია იცოდე მისი პოზიცია.

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს იგივე სირთულე აქვს გადასალახი, რაც სხვა ლიდერებს ხშირად აქვთ. მათ არ იციან როდის წავიდნენ, ვერ აცნობიერებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის კარგი საქმეები აქვთ გაკეთებული, ეს მათ არ აძლევს ავტომატურ უფლებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომავალშიც ეკუთვნოდეთ ადგილი. მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთვის პოტენციურად ბევრი კარგი საქმის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლია - ყველაზე კარგი კი ის იქნება, რომ გვერდზე გადგეს და სხვა ლიდერის გაზრდაში შეიტანოს წვლილი“-აცხადებს შეპარდი.

p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა