რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია ქართული ოპოზიციის
განცხადებები, რომლის თანახმად, საქართველოში და კერძოდ, თბილისში, 18 დეკემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები გაიმართება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს
პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველო ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის ტირანიისაგან უნდა გათავისუფლდეს. მისი განცხადების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციამ თავის მიზანს ვერ მიაღწია - მას შემდეგ, რაც ვერ ჩაშალეს თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაგაურაცია, ოპოზიციონერები თბილისში დაბრუნდნენ და პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ“, - წერს ავტორი და აქციის მონაწილეთა განცხადებების ციტირებას ახდენს: „აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, ახალ წელსაც აქ ვიქნებით“, - ეს ხატია დეკანოიძის სიტყვებია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში განათლების მინისტრის პოსტი ეკავა, უკრაინაში კი - ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობა.
„ოპოზიციონერები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ პოლიციის მოქმედებით, რომელმაც ისინი თელავში არ შეუშვა, - ნათქვამია სტატიაში. ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციას მადლობა გამოუცხადა და იმკავდროულად ბოდიშიც მოუხადა იმისათვის, რომ მთელი დღის განმავლობაში ისინი (პოლიციელები) იძულებულნი იყვნენ ეთმინათ ოპოზიციისაგან წამოსული შეურაცხყოფა და პროვოკაციები.
„ნაციონალურ მოძრაობამ“ უნდობლობა გამოუცხადა როგორც მინისტრს, ასევე ქართულ პოლიციას და იმ გამოძიებას, რომელმაც სისხლის სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს თელავის მისადგომებთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტებს, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

















