logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Deutschlandfunk» (გერმანია): რუსეთი, საქართველო და უკრაინა- რას გვასწავლის ისტორია
«Deutschlandfunk» (გერმანია): რუსეთი, საქართველო და უკრაინა- რას გვასწავლის ისტორია
23:51 17.12.2018
გერმანული რადიოს Deutschlanfunkveb-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია-რეპორტაჟი ეხება რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებას ქერჩის სრუტესა და აზოვის ზღვის აკვატორიაში. მასალში აღწერილია აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე უკრაინის ნავსადგურის მარიუპოლის მდგომარეობა, რომელიც რუსული საზღვაო ბლოკადის გამო ფაქტიურად ტვირთების გარეშეა დატოვებული. განხილულია ორივე მხარის პოზიციები და მიზნები, უკრაინელი პოლიტოლოგების თვალსაზრისები: „შავ ზღვაში აუცილებლად უნდა შემოვიდეს ნატოს ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ფლოტი, თორემ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ზღვიდანაც განახორციელებს“. მაგრამ შემოვა კი? გადადგამს ნატო ამ ნაბიჯს? არსებობს თუ არა რაიმე გამოცდილება ამ მიმართულებით?

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს თომას ფრანკეს ავტორობით გამოქვეყნებული ვრცელი სტატიიდან:

რუსეთი და საქართველო: რას გვასწავლის ისტორია

გადავიხედოთ ახლო წარსულში: 2008 წლის აგვისტო. საქართველო რუსეთს ეომება, ამ დროს კი ფოთის ნავსადგურში საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე ფსკერზე განისვენებს: რვა სამხედრო ხომალდი რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად რამდენიმე წუთში ჩაიძირა. ფოთისაკენ რუსეთის არმიის ქვედანაყოფები სახმელეთო გზებითაც მიდიან, გზადაგზა კი ყველაფერს ძარცვავენ და საკონტროლო-გამსვლელ პუნქტებს აწყობენ. ფოთის სამხრეთით კი, 70 კილომეტრზე, შავი ზღვის კიდევ ერთ სანავსადგურო ქალაქ ბათუმში აშშ-ის უზარმაზარი ნაღმოსანი დგას, რომელმაც რუსეთთან მეომარ ქართველებს... ამერიკიდან ჰუმანიტარული დახმარება ჩამოუტანა.

მცურავი ამწის თმაჭაღარა კაპიტანი შიშველ ტორსზე ზოლებიან პერანგს იცვამს. 2008 წლის აგვისტოში მისი ამწის ეკიპაჟი მთელი დღე ამერიკული ნაღმოსნის მიერ ჩამოტანილი ჰუმანიტარული ტვირთის ნაპირზე გადმოტანით იყო დაკავებული. „იცით, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ დიდი სახელმწიფოები იმას გვიკეთებენ, რასაც თვითონ მოისურვებენ. არ მინდა ვინმემ უხეშობა დამწამოს, რუსეთში მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ რუსების მხრიდან ძალის ასეთი სახით გამოყენება არასწორი იყო“, - ამბობს კაპიტანი.

ათი წლის წინ მცურავი ამწის ეკიპაჟი ვარაუდობდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ამერიკის სამხედრო ხომალდის წინააღმდეგ შეტევას ვერ გაბედავდა. ისინი მართლები აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც - ამერიკამ განაცხადა, რომ საქართველოში კიდევ ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნიდა ჰუმანიტარული დახმარებით. გარდა ამისა, იმ დროს შავ ზღვაში გერმანიისა და ესპანეთის ხომალდებიც იმყოფებოდნენ.

თუმცა ეს იყო და ეს. ამით ყველაფერი დასრულდა. ქართველებს 2008 წლის აგვისტოში - ისევე როგორც დღეს უკრაინელებს - აშშ-საგან და ნატოსაგან უფრო აქტიური ჩარევის იმედი ჰქონდათ, მათ შორის „მაპ“-ის მიღების იმედიც, მაგრამ რად გინდა - 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ორივე ქვეყნისადმი ნატოს მიერ მიცემული დაპირება დღემდე შეუსრულებელია.

NATO ანუ No Action, Talking only

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა რუსეთთან ხანგრძლივი კონფლიქტისათვის უნდა მოემზადოს:
„უინსტონ ჩერჩილს უთქვამს: დიახ, მშვიდობა მაშინ დაისადგურებს, როცა ჩვენ ომს მოვიგებთო. ჩვენც ეს ომი [მეგობრების დახმარებით] უნდა მოვიგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ უკრაინა რუსეთში შეჭრილიყო. უკრაინას რუსეთის ტერიტორიები არ დაუკავებია. პირიქით - რუსეთმა მიიტაცა ყირიმი და დონბასის რეგიონი. მოსკოვი ასეთნაირად მოექცა საქართველოს 2008 წელს და დაინახა, რომ დასავლეთმა ამაზე ძალზე თავშეკავებული რეაგირება გამოხატა. ჰოდა, რუსეთმაც იფიქრა - არაფერი არ მოხდება თუ დღეს ჩვენ საქართველოს დავიკავებთ, ხვალ უკრაინას და შემდეგ შეიძლება ბალტიისპირეთსაც. არავინ არაფერს იტყვის“, - ამბობს მინისტრი.

დღეს ბევრი უკრაინელისათვის აბრევიატურა NATO ასე იშიფრება - No Action, Talking Only („არავითარი მოქმედება, მხოლოდ ლაპარაკი“), ანუ ნატოელები მხოლოდ ყბედობენ და რეალურად არაფერს აკეთებენ. და მართლაც გავიხსენოთ - ერთი წელიც არ იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის რუს კოლეგა სერეგი ლავროვთან ერთად თითი დააჭირა „ურთიერთობების გადატვირთვის“ ამსახველ სიმბოლურ ღილაკს...

დასავლეთის გაუბედაობამ რუსეთის მიმართ ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობას სამხედრო მზადყოფნის გაძლირებისაკენ უბიძგა. რუსეთის მოსაზღვრე რეგიონების მცხოვრებლებმა საკუთარი ოჯახებისათვის ბუნკერების მშენებლობა დაიწყეს, რადგან რუსეთის მთავრობისაგან ყველაფერია მოსალოდნელი. მით უმეტეს, რომ ესტონეთი ლატვია და ლიეტუვა ნატოს წევრები არიან. ისინი შეშფოთებულები არიან იმით, რასაც დამკვირვებლები ვარაუდობენ: რუსეთმა ნატოს თავდაცვის სიმტკიცე შეიძლება ბალტიის ქვეყნებისმაგალითზე შეამოწმოს, ნაკლებმნიშვნელოვანი ხანმოკლე შეტევით, რომლის შედეგად რუსეთი, ვთქვათ საზღვარს ორასიოდე მეტრით გადასწევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა