logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„golos-ameriki“(აშშ): ტყუის თუ არა ამერიკული ჟურნალი Foreign Policy? სადაო საკითხი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე
„golos-ameriki“(აშშ): ტყუის თუ არა ამერიკული ჟურნალი Foreign Policy? სადაო საკითხი საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნაზე
14:07 13.12.2018
როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს აშშ-ის ცნობილ საგარეოპოლიტიკურ ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო არ იწონებს აშშ-ის ელჩის ახალ კანდიდატურას თბილისში და რომ ამის მიზეზი ელჩობის კანდიდატის - ბრიჯიტ ბრინკის სიმპათიებია მიხეილ სააკაშვილისადმი.

„ამერიკის ხმის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო Foreign Policy-ის პუბლიკაციის მტკიცება და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი „ფაქტები“ სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადებები გააკეთეს აგრეთვე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც: გია ვოლსკის თქმით, საქართველოს არანაირი რესურსი და სურვილი არ აქვს, რომ აშშ-ის ელჩის დანიშვნა დაბლოკოსო. თბილისის მერმა კახა კალაძემ Foreign Policy-ის ინფორმაციას „ჭორები“ უწოდა. იმავდროულად ოპოზიციურ პარტია „ნაცმოძრაობაში“, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, აცხადებენ, რომ ჟურნალის სტატია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პარტია „ევროპულმა საქართველომ“ კი აღნიშნა, რომ თუ ფაქტები დადასტურდება, მაშინ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ჩრდილი მიადგება.

„ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის თბილისელი კორესპონდენტი ნესტან ჩარკვიანი ესაუბრება ქართველ ექსპერტებს:

„გია ხუხაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა იმ დროს, როცა მილიარდერს პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უცხოელ პარტნიორებთან მსგავსი დამოკიდებულება არ ახასიათებს, როგორც ამას ჟურნალის სტატიის ავტორები წერენ. „მე ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის დანიშვნას“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც თვითონ აღმოჩნდა მილიარდერის კრიტიკის ობიექტი, რის შემდეგაც მათი გზები გაიყარა.

თბილისი სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძემ „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურის კორესპონდენტთან აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით სიტუაცია მან ჯერ კიდევ Foreign Policy-ის პუბლიკაციამდე იცოდა ერთ-ერთი მარალჩინოსნისაგან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგს ეჭვი არ შეაქვს გამოქვეყნებულ მასალის ნამდვილობაში, მას მაინც არ სჯერა, რომ ამ „გაუგებრობის“ ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია.

„ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს გააფუჭოს ურთიერთობა აშშ-სთან, რომლის ყოფნა საქართველოში აუცილებელია რუსეთის საპირწონედ, რომლის მიმართაც, როგორც მე ვფიქრობ, მილიარდერს პანიკური შიში აქვს. შესაბამისად, ამ სკანდალის უკან ქართული მხარისაგან დგანან ან მისი პარტიის ხალხი, რომლებიც ცდილობენ ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენონ, ან ე.წ. „კეთილმსურველები“, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით რაღაც უნიჭო და იმავდროულად სახიფათო სპექტაკლი წამოიწყეს“, - ასე თვლის თორნიკე შარაშენიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა