logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kommersant“(რუსეთი): პირველი ვიზიტი ბრიუსელში - აშკარაა, აპატურაი სალომე ზურაბიშვილის პოზიციით კმაყოფილია
„kommersant“(რუსეთი): პირველი ვიზიტი ბრიუსელში - აშკარაა, აპატურაი სალომე ზურაბიშვილის პოზიციით კმაყოფილია
13:04 13.12.2018
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი (მისი ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება) თავის პირველ ოფიციალურ საზღვარგარეთულ ვიზიტს ბრიუსელში განახორციელებს, სადაც ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდება. ეს ამბავი ცნობილი გახდა ჯეიმს აპატურაის - სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენმდივნის ოფიციალური წარმომადგენლის სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ“, - იუწყება რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი.

როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, მხარეებმა შეხვედრის დროს განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს რუსეთის მოქმედებაზე აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთში და ა.შ.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ აშკარაა, ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილის პოზიციით კმაყოფილი დარჩა, რასაც ნატოს გენმდივნის წარმომადგენლის განცხადებაც ადასტურებს: „მივესალმები საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გზავნილებს და ყველაფერს ბრიუსელს გადავცემ... მჯერა, რომ ქართველი ხალხი საქართველოში უფრო მეტ ნატოს დაინახავს“.

„ნატო და საქართველო ამჟამად თანამშრომლობის იმ სტადიაში იმყოფებიან, რასაც „ინტენსიური დიალოგი“ ჰქვია“, - წერს ავტორი, - „ინტენსიური დიალოგი“ არის მესამე, ბოლოსწინა მოსამზადებელი სტატია ალიანსში გასაწევრიანებლად. შემდეგი სტადია უკვე „მაპ“-ის მიცემაა, რომლის შემდეგ სახელმწიფო ნატოს წევრი ხდება.. როგორც ცნობილია, საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება გადაიდო, ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის - პირველ რიგში კი გერმანიისა და საფრანგეთის სკეპტიკური პოზიციის გამო. ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში, „ხუთდღიან ომამდე“ ცოტა ხნით ადრე, ნატოს ბუქარესტის სამიტის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის თანახმად, „საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“, მაგრამ დოკუმენტში კონკრეტული ვადები მითითებული არ არის.

2008 წლის აპრილიდან მოყოლებული, ნატოს წარმომადგენლების რიტორიკა არ შეცვლილა“, - აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა