logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„spbvedomosti.ru“(რუსეთი): ქალი საქართველოს საჭესთან; ვინ არის სალომე ზურაბიშვილი?
„spbvedomosti.ru“(რუსეთი): ქალი საქართველოს საჭესთან; ვინ არის სალომე ზურაბიშვილი?
17:59 12.12.2018
„საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - საკმაოდ უჩვეულო ფიგურა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკისათვის: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის მეთაური გახდა ქალი, თანაც პარიზში დაბადებულ-გაზრდილი და ბოლო დრომდე საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი“, - ნათქვამია სტატიის შესავალში, რომელიც რუსეთის უძველეს გაზეთ «Санкт-Петербургские ведомости»-ში დაიბეჭდა - გაზეთი გამოდის 1728 წლიდან (ავტორი - ალექსანდრე ბორისოვი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

„ამჟამინდელ საპრეზიდენტო არჩევნებს კიდევ ორ განსაკუთრებული ნიშანი ჰქონდა: პირველი, რომ საარჩევნო კამპანია მწვავე პოლიტიკური ბრძოლით მიმდინარეობდა და თანაც ორ ტურად, რომელიც ქვეყნის ისტორიაში არასდროს არ მომხდარა და მეორე - სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ის ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც საერთ-სახალხოდ, პირდაპირი ხმის მიცემით არის არჩეული“, - ხაზგასმულია სტატიაში. მასში ასევე განმარტებულია, რომ მომდევნო პრეზიდენტს უკვე პარლამენტი აირჩევს, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული მნიშვნელოვანი მომენტები სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიიდან (ბებია-ბაბუის და მშობლების ვინაობა, მათი საქმიანობა და ა.შ.) განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ახლადარჩეული პრეზიდენტის დიპლომატიურ გამოცდილებას და მის პროევროპულ მსოფლმხედველობას.

„საქართველოს ახალი პრეზიდენტი არასოდეს არ ყოფილა რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრე“, - წერს ავტორი და იქვე შენიშნავს: „ეს არც არის გასაკვირი, მისი ბიოგრაფიიდან, ოჯახური ფესვებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე“.

სტატიაში ციტირებულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის თაობაზე: „ჩვენი მიზანია ნატო და ევროკავშირი. ალტერნატივა არ არსებობს. რუსეთი ჩვენს არანაირ პერსპექტივაში არ შედის“.

რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მადამ სალომე ზურაბიშვილის გავლენა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და კერძოდ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე მაინცდამაინც დიდი არ იქნება. პრეზიდენტს უფლებები შეზღუდული აქვს. სინამდვილეში საქართველოს საგარეო პოლიტიკას მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი განსაზღვრავს. სწორედ მისის გადაწყვეტილებით განხორციელდა ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზება 2012-2016 წლებში. ამჟამად რუსეთი, ვაჭრობის სფეროში, საქართველოს მეორე პარტნიორია (თურქეთის შემდეგ). რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამისათვის აუცილებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა. დღევანდელ სიტუაციაში, როცა რუსეთსა და საქართველოს სრულიად განსახვავებული პოზიციები აქვთ, ჯერ-ჯერობით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა