logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
Iran Russian Radio Pars Today(ირანი): საქართველოს ახალი პრეზიდენტი-„რუსეთი აგრესორია“
Iran Russian Radio Pars Today(ირანი): საქართველოს ახალი პრეზიდენტი-„რუსეთი აგრესორია“
15:38 04.12.2018
ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა საინფორმაციო ვებ-პორტალმა «Pars Todey»-მ , გამოაქვეყნა კომენტარები საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. კერძოდ, საკითხი ეხება სალომე ზურაბიშვილის პოზიციას რუსეთთან მიმართებით, რომელიც მან „ბი-ბი-სი“-ს ინტერვიუში გამოხატა.

პუბლიკაციაში ციტირებულია სალომე ზურაბიშვილის განცხადება: „არ ვფიქრობ, რომ სანამ რუსეთი ისე იქცევა, როგორც იქცევა საოკუპაციო ხაზზე, სადაც ყოველდღიურად იტაცებენ ადამიანებს და სანამ ეს ხაზი, ეს მუდმივი საფრთხე, ინაცვლებს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უფრო და უფრო ახლოს თბილისთან, ასევე იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევა ახლა რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, არ ვფიქრობ, რომ დღეს თანამშრომლობის ფაზაში გადასვლა შეგვიძლია“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ-ჯერობით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, ქვეყანას უსაფრთხოების სხვა ალტერნატივა არ აქვს - ისეთი უსაფრთხოებისა, რომლის უზრუნველყოფა მხოლოდ ნატოს შეუძლია. „ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ, ეს მხოლოდ უბიძგებს საქართველოს მოსახლეობას იმ აზრისკენ, რომ ჩვენ უფრო მეტად გვინდა ნატო, ვიდრე ოდესმე“, - ასკვნის ახლადარჩეული პრეზიდენტი.
--------
„შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა და პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალი-პრეზიდენტი გახდა. აქვს ორმაგი მოქალაქეობა, არის გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატი. მას სჯერა, რომ საქართველო თავის საგარეო პოლიტიკაში აშშ-ზე უნდა იყოს ორიენტირებული.

მიმდინარე წლის სექტემბერში, წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში, როცა სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, აცხადებდა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ 60 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ექს-მინისტრის თქმით, პირადად მისი და მისივე ოჯახის მიზან-ოცნება იყო, არის და იქნება საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა რუსეთისაგან. „რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია - ამის გამეორება დაუსრულებლად შემიძლია ქართულ ენაზეც, რომელზეც ბავშვობიდან ვლაპარაკობ. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა ერეკლე მეორესთან დადებული ტრაქტატის პირობები დაარღვია. აგრესორი და ოკუპანტი იყო 1921 წელს, როცა საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია 1920 წელს დადებული ხელშეკრულების პირობების უგულვებელყოფით, რომლის მიზეზით ჩემი წინაპრები საქართველოდან წამოვიდნენ, მე კი პარიზში დავიბადე“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა თავისი ძირითადი საგარეოპოლიტიკური იდეა - ორიენტაცია დასავლეთზე, ევროკავშირის წევრობა. გარდა ამისა, არაერთხელ აცხადებდა იმასაც, რომ განზარახული აქვს რუსეთთან დიალოგის აწყობაც. „ამ შემთხვევაში ბევრი რამეა დამოკიდებული პირად ინიციატივებზე, იდეებზე, კონტაქტებზე. ეს სამი ფაქტორი, პლუს გამოცდილება - მე ეს ყველაფერი მაქვს. საჭიროა ახალი გზების ძიება, რათა დღევანდელი ჩამკვდარი, მოდუნებული სიტუაციიდან გამოვიდეთ“, - ამბობდა მაშინ სალომე ზურაბიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა