საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევის თაობაზე ვრცელი სიუჟეტი
გადაიცა რუსეთის ტელეარხ «Первый Канал»-ის პოპულარულ საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა «Время»-ში.
გადაცემულ ვრცელ ვიდეოსიუჟეტში (ტექსტის სათაური -„საქართველოს პირველად ისტორიაში, ქალი უმეთაურებს: რა ელოდება სალომე ზურაბიშვილს ექვსი წლის მანძილზე?“) ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“: მისი იმედები არ გამართლდა - გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდა. როგორც „მგიმო“-ს საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი ამბობს, საქართველოში საკმაოდ ბევრ პოლიტიკოსს, მათ შორის ყოფილ „ნაციონალებსაც“, ვარდებზე და რევოლუციებზე უკვე გარკვეული ალერგია გაუჩნდათ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული შეცდომების გამო.
„ვარდების რევოლუცია“ ქართველ ხალხს კიდევ დიდხანს ემახსოვრება: ერთი მხრივ, კონსტრასტებით: ბათუმურ ცათამბჯენთა ბრწყინვალებით და მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბით, მეორე მხრივ - იმ ავანტიურით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ გასტრონომიის უჩვეულოდ მოყვარული ადამიანი, რომელიც ნიდერლანდებიდან იმუქრება, ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება (წყარო: https://www.1tv.ru/news/2018-11-29/356496).

















