logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"mk.ru"(რუსეთი): დიდი ქართველი განმანათლებლის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი-ქალი პარიზული ბრწყინვალებით
"mk.ru"(რუსეთი): დიდი ქართველი განმანათლებლის, ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი-ქალი პარიზული ბრწყინვალებით
12:19 30.11.2018
"საქართველოს შეიძლება მივულოცოთ - ქვეყანა დამარწმუნებლად და მტკიცედ მიდის დასავლეთის მიმართულებით. რა თქმა უნდა, დასავლეთის ქვეყნებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ ბალტიისპირეთს, როგორც იტყვიან, უკვე ფეხდაფეხ მისდევს. დღემდე პოსტსაბჭოთა სივრცეში ქალი-პრეზიდენტები მხოლოდ იქ იყვნენ. ახლა კი თავისი „უპირველესი ლედი“ კავკასიის ქვეყანასაც ჰყავს"- ასე იწყება რუსული გამოცემის, «Московский комсомолец»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტუჯრის შედეგებს ეხება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მიხეილ კატკოვისა და ელენა გამაიუნის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

დიახ, „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თავის მოწინააღმდეგეს - „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძეს აჯობა. მაგრამ მოდით, სიმართლე ვთქვათ - ამ გამარჯვებაში საფრანგეთის ყოფილი მოქალაქის არანაირი დამსახურება არ არის. მან გაიმარჯვა არა ხალხის სიყვარულით, არამედ პირიქით - მან წარმატება მოიპოვა იმით, რომ ხალხის უდიდეს ნაწილს მიხეილ სააკაშვილი არ უყვარს.

მმართველმა პარტიამ მეორე ტურის წინ ყველაფერი გააკეთა, რომ ამომრჩევლებს ერთი წუთითაც არ დავიწყებოდათ, თუ ვის კრეატურად ითვლება გრიგოლ ვაშაძე. კაცმა რომ თქვას, თვითონაც „ჩაასხა კუპრი“ თავის საარჩევნო კამპანიაში, როცა ყველას გასაგონად განაცხადა - პრეზიდენტი რომ გავხდები, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს შევწყვეტ და ციხეში მყოფ სხვა თანამოაზრეებს შევიწყალებო. თუ მართლაც ასე მოხდებოდა, ნიდერლანდებში მყოფ ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაბრუნების ნება მიეცემოდა. მიხოს დანახვის პერსპექტივა კი ბევრს არ მოეწონა. ალბათ, ამ მიზეზითაც მეორე ტურში საარჩევნო ურნებთან უფრო მეტი ხალხი მივიდა...

ასეა თუ ისე, 2023 წლამდე საქართველოს მეთაური ქალი იქნება - ნამდვილი პარიზელი, ქართული ფესვებით, ქართველი განმანათლებლის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ბევრმა არ იცის, რომ შავიზღვისპირა ნავსადგურის - ფოთის დამაარსებელი და რკინიგზის გაყვანის ორგანიზატორი სწორედ ნიკო ნიკოლაძე იყო.

როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ძალიან უყვარს სამშობლო თავისი ემიგრანტული სულით, მაგრამ მცირედ იცნობს და თითქმის ვერ უგებს მშობლიურ ხალხს? ვკითხოთ ექსპერტს:

ვადიმ მუხანოვი, „მგიმო“-ს კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი: „მიხეილ სააკაშვილს წარსული „დალაქავებული“ რომ არ ჰქონოდა, „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდებოდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გავლენას ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, მას არავითარი გავლენა არ ექნება. რატომ? იმიტომ, რომ პირველი - ის ნორმალიზაცია, რომელიც მოსახდენი იყო, უკვე 2012-2016 წლებში მოხდა - განახლდა ავიამიმოსვლა, გაიხსნა ზემო ლარსი, დაიწყო და განვითარდა ვაჭრობა... მაგრამ პოლიტიკური, დიპლომატიური ურთიერთობა ჯერაც არ განახლებულა. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია კომპრომისის მიღწევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში, რაც დღეს შეუძლებელია. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, რის გამოც უცნაური იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რაიმე ახალი ნოტები გაჩნდება“-აცხადებს ექსპერტი.
------------
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და მისი შედეგების თემა რუსეთის სხვა გაზეთებშიც ფიგურირებს: «Независимая газета»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სალომე ზურაშვილი პირობას დებს, რომ სახალხო პრეზიდენტი იქნება // ბიძინა ივანიშვილმა ნდობის მცირე კრედიტის ფონზე გაიმარჯვა“ (ავტორი - იური როქსი, წყარო: http://www.ng.ru/cis/2018-11-29/6_7452_trust.html).

მასალა დაიბეჭდა «КоммерсантЪ»-შიც - „ქართული ოპოზიცია რევოლუციას იხსენებს: გრ.ვაშაძე ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება“ (ავტორი - გიორგი დვალი, წყარო:  https://www.kommersant.ru/doc/3814248). ორივე პუბლიკაციაში განხილულია არჩევნების შედეგები და ოპოზიციური კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განზრახვა - არ აღიაროს შედეგები და ხალხი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე მიიხმოს. მათში ციტირებულია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი, რომელთა თანახმად, ოპოზიცია თუ მომხრეებს მართლაც გამოიყვანს მიტინგებზე, ეს აქციები ხალხმრავალი არ იქნება და ხელისუფლებას საფრთხეს ვერ შეუქმნის. მოკლედ, არანაირი რევოლუცია, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, საქართველოში არ მოხდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა