logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"kp.ru"(რუსეთი): არჩევნების შედეგები საქართველოში; გაიმარჯვეს... ამერიკელებმა
"kp.ru"(რუსეთი): არჩევნების შედეგები საქართველოში; გაიმარჯვეს... ამერიკელებმა
12:11 30.11.2018
საქართველოში პრეზიდენტის ვინაობა უკვე გაირკვა - სალომე ზურაბიშვილი. რა ელოდება ქვეყანას ახალი ლიდერთან ერთად? როგორ იმოქმედებს მისი არჩევა რუსეთთან ურთიერთობაზე?

რუსული გამოცემის, «Комсомольская правда»-ს კორესპონდენტი დარია ასლამოვა საარჩევნო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ასლამოვას რეპორტაჟის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

სერგო ტაქსისტთა იმ „ბანდის“ ერთ-ერთი წევრია, რომლებიც ჩემს ფანჯრებთან მორიგეობენ. მათ უკვე გაიგეს, რომ ჩემგან ვერაფერს მიიღებენ და მაინც დამიმეგობრდნენ. მე მდიდარი რუსი ტურისტი არ ვარ, რომ ტაქსი დავიქირავო და საქართველოს ყველა მშვენიერი ადგილი მოვინახულო. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საქართველოში რუსებს პატივს სცემენ, თბილისელებმა კი კვლავ გაიხსენეს „დიდი და ძლიერი“ რუსული ენა... ქუჩაში და კაფეებში რუსული სიმღერებიც გაისმის.

- სერგო, შენ ხმა გრიგოლ ვაშაძეს მიეცი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეს. განა ასე ძალიან მოგწონს ჭკუაარეული ყოფილი პრეზიდენტი?


- სულაც არა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მთელი ინფრასტრუქტურა ააშენა, მოსკოვის მერის სობიანინის მსგავსად. ასეთი ხალხი გვჭირდება. აბა, რად გვინდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ტელევიზორიდან თვალცრემლიანი გვეუბნება - „ვიცი, რომ კარგად ვერ ცხოვრობთ, მაგრამ გამოვსწორდებით, ვალებს გადაგიხდით“. არაფერსაც არ გადაგვიხდის.

მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. იგი მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ფანატიკურად უყვარს. მათთვის მიხეილ სააკაშვილი ახალი იოსებ სტალინია. საზოგადოებაში განხეთქილება იმდენად დიდია, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლება" გამარჯვების მასობრივი აღნიშნვნისაგან თავს იკავებს, რომ მოსახლეობა არ გააღიზიანოს.

- კი, ჩვენთან არა არის მიღებული გამოთქმა - „ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ...“ - იცინის პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, - ჩვენთან ყველა ვნებათაღელვაშია და თუ არ ეთანხმები, დანა აქვს მომარჯვებული... ოჯახებიც კი ინგრევა პოლიტიკური შეხედულებების გამო... მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ქვეყანა გაბრწყინდა, გაიზარდა ეკონომიკა, გაქრა ყოფითი ბანდიტიზმი. ყურადღება მიაქციეთ - საქართველომ ბირთვულ რუსეთთან ომს ხუთი დღე გაუძლო!

სიცილის ხასიათზე ვდგები.

- ნიკა, აბა რეებს ლაპარაკობ... ჩვენი ჯარი თბილისის მისადგომებთან იდგა და მხოლოდ ჯორჯ ბუშისა და ნიკოლა სარკოზის ხვეწნა-მუდარამ გადაგარჩინათ, უკან დავიხიეთ. და რა აყვავებაზე მესაუბრები? ორი მილიონი ადამიანი იყო გაქცეული საზღვარგარეთ, სამუშაოს საძებნელად. მათგან ნახევარი რუსეთშია.

- ეგრე არ არის!, - ბრაზობს ნიკა ჩიტაძე, რომლისთვისაც ავანტიურისტი მიხეილ სააკაშვილი მაინც დიდი და სახელგანთქმული მმართველია. ნიკა ჩიტაძესათვის ყველა ის დაპატიმრებები, მკვლელობები, ქონების წართმევები, რომლებშიც მის თანამზრახველ „ნაციონალებს“ ადანაშაულებებნ, მხოლოდ „გადახრებია“ და მეტი არაფერი.

ნიკა ჩიტაძეს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ქართული წარმოშობის ფრანგი ქალი სალომე ზურაბიშვილი აშკარად არ მოსწონს:

- იგი ძალიან უტაქტოდ იქცევა: მე ევროპელი ვარ ქართველებს ევროპელობას გასწავლითო. ბევრს ეს არ მოეწონა.

კი, სალომე მართლაც „სვეტური“ ქალია, დახვეწილი მანერებით, ქართველი ემიგრანტების კეთილგონიერი შვილი. ზოგიერთ არაკეთილმსურველს მისი ფრანგული აქცენტი აღიზიანებთ. არჩევნების წინ მან უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, თუმცა ბრწყინვალე კარიერა სწორედ საფრანგეთში გაიკეთა - მუშაობდა ჯერ გაეროს მისიებში, შემდეგ საფრანგეთის საელჩოებში, საფრანგეთის ელჩადაც კი საქართველოში.

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სალომე ზურაშვილი რუსეთის მიმართ კეთილი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ: იგი „ნატოელი ქალბატონია“, ანუ როგორც ქართველები ხუმრობენ - „ნატო ადამიანის სახით“.

დიახ, მან განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყოო, მაგრამ აბა სხვანაირად როგორ იტყოდა? ეს ფაქტი ხომ ევროკავშირის კომისიამაც აღიარა. მაგრამ ამით რუსეთს რა?

- ორივე კანდიდატს პროდასავლური ხედვები აქვს, - ამბობს ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, - ასე რომ, მაინც ამერიკელებმა გაიმარჯვეს. საბჭოთა კავშირის შემდეგ ამაყი საქართველო ყველანაირად დაიშალა - ტერიტორიულად, ეკონომიკურად და სულიერად... ჩვენ კი ისევ გვჯერა, რომ ამ ყველაფრისაგან დასავლეთი გადაგვარჩენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა