logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო მედიაში (დაიჯესტი)
საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო მედიაში (დაიჯესტი)
10:45 30.11.2018
სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა - ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ქალმა დაიკავა. ასეთია იმ ახალი ამბების მთავარი თემა, რომელიც საერთაშორისო მასმედიამ საქართველოს შესახებ 29 ნოემბრის დილით გაავრცელა. არჩევნების პროცესს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამერიკული და ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოები Associated Press, Reuters, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC, გერმანული Deutsche Welle, გაზეთი Financial Times და სხვა გამოცემები. ბუნებრივია, გასაგები მიზეზების გამო გულგრილი არ დარჩენილა რუსული მასმედიაც.
----------
„საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთში დაბადებულმა ქართველმა დიპლომატმა გაიმარჯვა“, - იუწყება ამერიკული საინფორმაციო სააგენტო «Associated Press»-ის მიერ გავრცელებული მასალა, რომელიც გაზეთ «The Washington Post»-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში ვრცლადაა გადმოცემული II ტურის წინ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მთავარი მომენტები, ხმის მიცემის პროცესი, ეგზიტპოლების შედეგები და ცესკოს წინასწარი ოფიციალური მონაცემები. „დამკვირვებლების აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები ერთგვარი ტესტია საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც საქართველოში 2020 წელს უნდა გაიმართოს (წყარო: https://www.washingtonpost.com/national/georgians-set-to-vote-in-hotly-contested-presidential-runoff/2018/11/28/5843d2fc-f2cb-11e8-99c2-cfca6fcf610c_story.html?utm_term= .0289a650ad76).

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს მმართველი პარტიის კანდიდატის კურსს, რომელიც რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებით საქართველოს ურთიერთობების ბალანსში გამოიხატება. სალომე ზურაბიშვილმა ისეთ მოწინააღმდეგეზე გაიმარჯვა, რომელიც უფრო ძლიერი პროდასავლური ვექტორის მომხრეა. მის წარმატებას ადასტურებს როგორც ორივე მხარის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები, ასევე ცესკოს წინასწარი მონაცემებიც. სალომე ზურაბიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ ახალი პრეზიდენტი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს უფრო განამტკიცებს“, - აღნიშნულია «Reuters»-ის მიერ გავრცელებული სტატიაში, რომელიც ამერიკული გაზეთის «The New York Times»-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული (წყარო: https://www.nytimes.com/reuters/2018/11/28/world/europe/28reuters-georgia-election.html).

„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, შეიძლება ითქვას, ლაკმუსის ქაღალდია პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის საკითხში, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და განზრახული აქვს წარმატებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიაღწიოს. მართალია, საქართველოს გადასვლამ საპარლამენტო დემოკრატიაზე პრეზიდენტს უფლებები შეუმცირა, მაგრამ საარჩევნო რბოლა დიდი სიმწვავით გამოირჩეოდა“, - ნათქვამია ბრიტანული «Financial Times»-ის ჟურნალისტის ჰენრი ფოუს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში (წყარო: https://www.ft.com/content/c6296982-f328-11e8-9623-d7f9881e729f).

ბრიტანული BBC-ის რუსული სამსახურის მიერ გავრცელებულ ვრცელ ანგარიშში სათაურით „არჩევნები საქართველოში: გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა“ ხაზგასმულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მმართველი პარტიისათვის ერთგვარ „გენერალურ რეპეტიციას“ წარმოადგენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ოპოზიციაზე და საერთოდ, საზოგადოებაზე „უპრეცედენტო ზეწოლას“ ახდენდა (წყარო: https://www.bbc.com/russian/news-46376796).

რუსულ გაზეთ «Коммерсантъ»-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო ორ ნაწილად არ გაყოფილა: მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს“ (ავტორები - ვლადიმერ სოლოვიოვი და გიორგი დვალი). პუბლიკაციაში ვრცლადაა მიმოხილული საარჩევნო კამპანიის მთავარი მომენტები, ხმის მიცემის მიმდინარეობა და მოცემულია ექსპერტთა კომენტარებიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების თაობაზე: „როგორც ექს-სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, სალომე ზურაბიშვილი, თავისი დასავლური ბეკგრაუნდის მიუხედავად, მოსკოვს პრობლემებს არ გაუჩენს. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ახალი ქალი-პრეზიდენტი რუსეთის მიმართ შედარებით უფრო რბილ პოლიტიკას გაატარებს. გრიგოლ ვაშაძეს რომ გაემარჯვნა, ის ანტირუსულ რიტორიკას გაამწვავებდა“.
დამკვირვებლები იმავდროულად არ ჩქარობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღწეული გამარჯვება „ქართული ოცნების“ აქტივში შეიტანონ, პირიქით ამბობენ, რომ ეს წარმატება მმართველი პარტიის დამარცხებისა და ბიძინა ივანიშვილის ეპოქის დასასრულის დასაწყისია. მაგალითად, პროფესორ თორნიკე შარაშენიძის აზრით, „ქართული ოცნების“ წარმატება „პიროსის გამარჯვებას“ ჰგავს: მმართველმა პარტიამ პრობლემური პრეზიდენტი მიიღო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს „თავის ტკივილს“ გაუჩენს უპროგნოზო მოქმედებისა და კაპრიზული ხასიათის გამო“. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ „მეოცნებეებმა“ მხოლოდ რესურსების ტოტალური მობილიზაციის წყალობით გაიმარჯვეს და ორი წლის შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასეთ წარმატებას ვეღარ მიაღწევენ.
„ქართული ოცნებისათვის“ რომ დროის უკუათვლა დაიწყო, ამაში ექსპერტი გიორგი ხუხაშვილიც არის დარწმუნებული. როგორ მან „კომერსანტს“ განუცხადა, „ნაციონალებმაც“ და „მეოცნებეებმაც“ კრახი განიცადეს, შესაბამისად, საზოგადოებაში მესამე ძალის მოთხოვნის სურვილი მატულობს: „ჩვენ ცუდისა და უარესის არჩევანის წინაშე ვიდექით. ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვება „ქართული ოცნების“ დეგრადაციის პროცესს ვერ შეაჩერებს - მმართველი პარტია უკვე განწირულია. „მეოცნებეებმა“ ყველა ის ცოდვა და შეცდომა გაიმეორეს, რომელიც ადრე „ნაციონალებმა“ დაუშვეს - დაწყებული ელიტარული კორუფციით, დასრულებული სატელეფონო მოსმენებიტა და პოლიტიკური პროცესების რეგულირებით. მოსახლეობა სულ უფრო ღატაკდება“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 2020 წლისათვის ქართული საზოგადოება ახალი პოლიტიკური ცენტრის გენარაციას მოახდენს (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3813548).

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე წერს კიდევ ერთი რუსული პოპულარული გაზეთი «Известия» სტატიაში სათაურით „ოცნება“ ახდა - საქართველოში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა: ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა შეიძლება ნაბიჯი რუსეთთან დაახლოებისაკენ გადადგას“ (ავტორები - კირილე გულოვი და დიმიტრი ლარუ). მასში, არჩევნების შედეგების მიმოხილვასთან ერთად, მოცემულია კომენტარებიც: „მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის გამნარჯვებით საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის რადიკალურად არ შეიცვლება, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ გიორგი ლომიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება მაინც იძლევა შანსს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. „მისი გამარჯვებით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ იგი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს. გრიგოლ ვაშაძე კი ამას არ იზამდა“, - ამბობს დეპუტატი და ხაზს უსვამს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზება თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „არ შეიძლება რუსეთი გყავდეს მეზობლად და მასთან ურთიერთობა არ გქონდეს. ბევრი დასავლეთზეა ორიენტირებული, მაგრამ დასავლეთს ჩვენთვის არაფერი არ გაუკეთებია“.

პუბლიკაციაში მოცემულია რუსი პოლიტოლოგის, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ვლადიმერ ევსეევის თვალსაზრისიც: „მართალია, საქართველო და მისი ლიდერები პროდასავლურები არიან, მაგრამ ამას მშვიდად უნდა შევხედოთ. სხვა საქმეა, რომ ზოგი მზად არ არის მოსკოვთან დიალოგთან, ზოგს ნაბიჯის გადმოდგმა შეუძლია. ამ შემთხვევაში რუსეთისათვის „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება უფრო მიზანშეწონილია“ (წყარო: https://iz.ru/817812/kirill-gulov-dmitrii-laru/mechta-sbyvaetsia-v-gruzii-pobedila-kandidat-ot-praviashchei-partii).
------------

უცხოურმა მასმედიამ ყურადღება მიაქცია აგრეთვე ნიდერლანდებში მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აგრესიულ განცხადებებს, რომელსაც გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების იმედი ჰქონდა და რომელმაც ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა არ აღიარონ არჩევნების შედეგები.
როგორც რუსული „იზვესტიის“ ზრმოთხსენებულ სტატიაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილი სულ ტყუილად ბაქი-ბუქობს: „ექსპერტების აზრით, დასავლეთი არჩევნების შედეგებს ყველა შემთხვევაში აღიარებს იმდენად, რამდენადაც ორივე კანდიდატი აწყობდა ევროკავშირსაც და აშშ-საც“.

როგორც აშშ-ის „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ პროექტის - ტელეკომპანია «Настоящее время»-ს ანალიტიკურ პროგრამა „ირინა რომალიისკაიასთან ერთად“ პოლიტიკურმა მიმომხილველმა იგორ კუპტევმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები საქართველოს მოსახლეობაზე გავლენას ვერ მოახდენს, არანაირი ანტისამთავრობო მასობრივი გამოსვლები არ იქნება. „შესაძლოა მცირე მიტინგები, მაგრამ არავითარი რევოლუციები და მღელვარებები. ჯერ ერთი, რომ დღეს საქართველოში აბსულუტურად არაა რევოლუციური სიტუაცია. მეორე - საქართველოში გადაწყვეტილებებს უკვე ხალხი ღებულობს, ხალხს კი ეს სიტუაცია, ანუ არჩევნების შედეგები აკმაყოფილებს“.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი თავისი დაპირების შესრულებას - საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, იგორ კუპტევი პასუხობს: „ვერ შეძლებს, ეს მხოლოდ დაპირებად დარჩება. ჯარების გაყვანა შეუძლებელია. საქართველო თავის პროდასავლურ კურსს გააგრძელებს. განსხვავება ზურაბიშვილსა და ვაშაძეში ისაა, რომ ვაშაძე პროამერიკელია, ზურაბიშვილი კი - პროფრანგი პოლიტიკოსი. მისი ვექტორი პროდასავლური დარჩება, ბაზები კი, სამწუხაროდ, იქვე დარჩებიან და არსადაც გავლენ“ (წყარო: https://www.currenttime.tv/a/georgia-presidential-elections/29626817.html).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა