გავლენიანი ფრანგული გამოცემა, «Le Figaro» საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს ჟურნალისტ რეჯის
ჯენტეს სტატიით ეხმაურება.
მასალაში გადმოცემულია ამომრჩევლის განწყობები არჩევნების წინ: „უეჭველია, საქართველო დემოკრატიზაციის გზაზე დგას: კავკასიურ რესპუბლიკაში უპრეცედენტო მოვლენა ხდება - პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. მოსახლეობა იმედგაცრუებულია ხელისუფლების საქმიანობითა, მაგრამ მაინცდამაინც არც ოპოზიციისა და მისი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ აქვთ დიდი ნდობა. მართალია, კანდიდატები სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე არიან, მაგრამ რეალურად არჩევნები ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დუელს წარმოადგენს“-წერს ჟურნალისტი.

















