logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"tass"(რუსეთი): სამშობლოში დაბრუნებულ ოდიოზურ სააკაშვილს სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია
"tass"(რუსეთი): სამშობლოში დაბრუნებულ ოდიოზურ სააკაშვილს სერიოზული დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია
11:25 27.11.2018
რუსული საინფორმაციო სააგენტოს, «ТАСС»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების თემას: მასში გადმოცემულია პრეზიდენტობის კანდიდატთა მონაცემები, პროგრამა-დაპირებები, I ტურის შედეგები და პროგნოზები. ყურადღება ეთმობა აგრეთვე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს - რა ბედი ელოდება და დაბრუნდება თუ არა იგი სამშობლოში (პუბლიკაციის ავტორი - ევგენია კოტკოვა, რუსეთის ფედერაციის ცნობილი საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის მიმომხილველი).

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

მიხეილ სააკაშვილის აჩრდილი

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც პრეზიდენტს - სახელმწიფოს მეთაურს შეზღუდული უფლებამოსილება აქვს და რეალურ პოლიტიკაზე გავლენას თითქმის ვერ ახდენს, თუმცა პრეზიდენტის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება უკიდურესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, მაგალითად, მსჯავრდებულთა შეწყალება. დღეს საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ თუ ახლად არჩეული პრეზიდენტი თავის ყოფილ კოლეგას - მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ფაქტი ქვეყანაში სიტუაციას კარდინალურად შეცვლის.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატია გასული - გრიგოლ ვაშაძე (წარდგენილია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ) და სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი სტატუსით, თუმცა მას მხარს უჭერს „ქართული ოცნება“).

იქიდან გამომდინარე, რომ გრიგოლ ვაშაძე და მისი ოჯახი მიხეილ სააკაშვილთან ფრიად დაახლოებულნი არიან და ნათესაობენ კიდეც (გრიგოლ ვაშაძის მეუღელ, ბალერიკა ნინო ანანიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ვაჟის - ნიკოლოზის ნათლიაა), მაშინ შეიძლება ასეთი სიტუაცია განვითარდეს: გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც სასამართლოს განაჩენით (დაუსწრებლად) თავისუფლება აქვს აღკვეთილი, იგი სამშობლოში დაბრუნდება და ოდიოზურ პოლიტიკოსს, რომლის ანგარიშში „ვარდების რევოლუცია“, 2008 წლის აგვისტოს ომი და სხვა ცოდვებია, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზების გამოწვევა შეუძლია.

საპრეზიდენტო კანდიდატთა პროგრამებს შორის საგარეოპოლიტიკურ კურსში რაიმე პრინციპული განსხვავება არაა, მათი პოზიციები სხვადასხვაა მხოლოდ საშინაო პოლიტიკის მიმართ.

როგორია პროგნოზები?

ექსპერტები, რომელბიც არჩევნების I ტურის წინ გამარჯვებას სალომე ზურაბიშვილს უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა უკვე პროგნოზებს ფრთხილად ეკიდებიან. არავის არ შეუძლია თქმა, როგორი იქნება II ტურის შედეგები.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები მმართველ პარტიას ადმინისტრაციუოლი რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილი გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას. მისი მომხრეები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ბრალს დებენ რევანშისტულ განწყობებში. პოლიტიკური სიტუაცია ძალიანაა გამწვავებული - ხმები ვრცელდება, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, იგი პარლამენტს დაითხოვსო... ყველა შემთხვევაში, ვინ არ უნდა გაიმარჯვოს, საპრეზიდენტო-საარჩევნო კამპანიამ ქართული საზოგადოება გამოაფხიზლა და მმართველ პარტიას აჩვენა: „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაზე მონოპოლია არ აქვს“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა