logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio France Internationale» (საფრანგეთი): საპრეზიდენტო არჩევნები, „ბორდერიზაცია“ და ვაშინგტონის ჩარევა თბილის-თეირანის ურთიერთობებში
«Radio France Internationale» (საფრანგეთი): საპრეზიდენტო არჩევნები, „ბორდერიზაცია“ და ვაშინგტონის ჩარევა თბილის-თეირანის ურთიერთობებში
13:53 26.11.2018
საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI - Radio France Internationale) ტრადიციული მიმოხილვის თემები საქართველოს შესახებ:

ა) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მოწინააღმდეგეებმა 2007 წლის ნოემბრის ანტისამთავრობო მიტინგის უმოწყალოდ დარბევის მორიგი წლისთავი აღნიშნეს. რუსთაველის გამზირზე, თეატრის წინ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსულებმა დაგმეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი რეჟიმის მოქმედება და საქართველოში მცხოვრებ ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის არჩევისაკენ მოუწოდეს. „გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად არჩევა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების ტოლფასია“, - ასეთი შეფასებები გაისმოდა აქციაზე.

ბ) რუსმა მესაზღვრეებმა კვლავ განაახლეს „ბორდერიზაციის“ პროცესი შიდა ქართლში, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან. ინციდენტის ადგილზე ჩავიდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოხდა სკანდალური შეხლა-შემოხლა, რომელსაც თან ახლდა შეურაცმყოფელი გამონათქვამები „ერთიანი ნაცმოძრაობის“ აქტივისტის ლანა ღვინჯილიას მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით.

მიმომხილველი ესაუბრება პაატა ზაქარეიშვილს, რომელსაც რამდენიმე წლის წინათ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ჰქონდა დაკავებული. მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი გრძელდება და „ბორდერიზაცია“ მის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს. ამჯერად სიტუაციის გამწვავება საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა.

გ) რა მიზნით იყო ჩამოსული თბილისში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი? დამკვირვებლები დღემდე ბჭობენ ამ საკითხზე. არის ვარაუდები, რომ ჯონ ბოლტონმა საქართველოს სთხოვა, რომ თბილისის აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ანტიირანულ სანქციებს მიერთდეს, მაგრამ ეს საკმაოდ პრობლემატური მომენტია.

ერთი მხრივ, დღეისათვის საქართველო-ირანს შორის საკმაოდ ფართო ეკონომიკურ-კულტურული კავშირები არსებობს. ვითარდება ორმხრივი ვაჭრობა, ირანელ ტურისტებს ხშირად ნახავთ საქართველოში, რომლის შედეგად ქვეყნის ხაზინა მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს; მეორე მხრივ, აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, თბილისი ამერიკის სახით დამცველს ხედავს ჩრდილოელი მეზობლის მუქარების ფონზე. მოკლედ, რადგან ირანის საწინააღმდეგოდ მიმართული სანქციების საკითხი დღეს თეთრი სახლის პრიორიტეტებში შედის, საქართველოს მაინც მოწევს თავისი არჩევანის გაკეთება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა