„პირველი და მეორე ტურს შორის პერიოდში საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ქვეყნის მართვაში
დაშვებული შეცდომების ეღიარებინა, რომ მათ გარკვეულწილად ვერ გაამართლეს ამომრჩევლის იმედები... გარდა ამისა, მათ სრულიად ობიექტურად აღნიშნეს ის ნეგატიური შედეგები, რასაც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება მოუტანდა. ექსპერტების აზრით, მეორე ტურის შედეგები ბევრად იქნება დამოკიდებული არჩევნებში მონაწილეობის მიმღებთა რაოდენობაზე“-ამის შესახებ სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი..
სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, თბილისის ქუჩებში მორიგი მაიდანი გაიმართება და არაა გამორიცხული, აშშ-ის მხარდაჭერით პარლამენტი დათხოვნილ იქნას და ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი ტრიუმფალურად დაბრუნდეს.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა სესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

















