„საქართველო ისევ გზაგასაყარზე დგას, თანაც ზუსტად 15 წლისთავზე მას შემდეგ, რაც ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ მოხდა:
2003 წლის ნოემბერში ჯორჯ სოროსის ფონდმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ჩაატარეს სპეცოპერაცია სახელწოდებით „ვარდების რევოლუცია“. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 22 ნოემბერს შეიჭრნენ და ხელში ჩაიგდეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა. ერთი დღის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის რეჟიმი საბოლოოდ დაემხო.
დაიწყო აშშ-ის მიერ პირდაპირ „დაყენებული კაცის“ 9-წლიანი მმართველობის პერიოდი, რომელიც ხასიათდებოდა პოლიტიკური დევნით, უცნაური მკვლელობებით და სიკვდილებით, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მცდელობით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომით დასრულდა და საქართველოს მიერ ორი ყოფილი ავტონომიის საბოლოო დაკარგვით“-ამის შესახებ სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტს სტატიიდან:
„არ შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილი იმ გარეშე ძალების მძევალი არ გამხდარიყო, რომლებმაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანეს. მოქმედებდა რა აშშ-ის ნებით, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ანტირუსული პროვოკაცია განახორციელა, ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტამდე მიიყვანა, რომლის შემდეგ მისი პოლიტიკური კარიერის დაისი დაიწყო. ამ საკმაოდ ხანგრძლივ პროცესს თან ახლდა ადექვატურობის დაკარგვაც“-წერს ავტორი.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა სესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

















