საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების სესახებ თურქეთის სახელმწიფო
საინფორმაციო სააგენტო «Anadolu Ajansı», თურქეთის გირესუნის უნივერსიტეტის პროფესორის გექთურქ თიუსუზოღლუს სტატიას აქვეყნებს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„მას შემდეგ, რაც უკრაინიდან იქნა გაძევებული, [ჰოლანდიაში მყოფმა] მიხეილ სააკაშვილმა იმედის მზერა კვლავ საქართველოს მიაპყრო და თავისი პარტიის - „ნაცმოძრაობის“ მოქმედების კოორდინირება დაიწყო. ექს-პრეზიდენტს ამჟამად არცერთი ქვეყნის - არც საქართველოს და არც უკრაინის მოქალაქეობა არ აქვს. ამ ეტაპზე მისი მოქალაქეობის მიღების საკითხი საკმაოდ სადაოა და იურიდიულად გადაწყვეტილი არ არის, თუმცა იგი მაინც ცდილობს საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში სიტუაცია საინტერესო კონტექსტით განვითარდება. ისიც უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელი ამჟამად ძველებურად პოპულარული აღარ არის და უპირატესობით არ სარგებლობს არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში - მისივე ამბიციური, გაუწონასწორებელი და არაპროგნოზირებადი ქცევის გამო“, - წერს ავტორი.
მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.nsp.ge

















