შეერთებული შტატების კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, თომას დე ვაალის
განცხადებით, ის 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთს საქართველოს მიმართ საფრთხედ აღარ აღიქვამს.
ეს განცხადება ვაალიმ გერმანულ გამოცემა «Caucasus Watch»-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"2008 წლის შემდეგ რუსეთს არ აღვიქვამ საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხედ და ვფიქრობ, მოსკოვს ამჟამად თბილისის მიმართ აგრესიის განხორციელების გეგმები არ აქვს. აშკარაა, რომ რუსეთს არ სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმავდროულად უნდა, რომ საქართველოში მასთან მეტ-ნაკლებად მეგობრულად განწყობილი ხელისუფლება იყოს. მოკლედ, ჩემი აზრით, ის დრო, როცა რუსულ სამხედრო საფრთხეზე ვსაუბრობდით საქართველოსთან მიმართებით, წარსულში დარჩა"-განაცხადა ვაალიმ.
P.S. ინტერვიუს შედარებით ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

















