logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აზერბაიჯანული პრესა: ნორვეგიის საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანა ამ ქვეყნის ინვესტიციებისა და ტურისტთა ნაკადის საქართველოში გადანაცვლებას გამოიწვევს
აზერბაიჯანული პრესა: ნორვეგიის საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანა ამ ქვეყნის ინვესტიციებისა და ტურისტთა ნაკადის საქართველოში გადანაცვლებას გამოიწვევს
11:51 13.11.2018
ნორვეგიის საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანის ფაქტს აზერბაიჯანული პრესა აქტიურად ეხმაურება. გაზეთ «Зеркало»-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საელჩოს დახურვა ნორვეგიული კაპიტალისა და ტურისტების საქართველოში გადანაცვლებას გამოიწვევს“. ბაქოელი ექსპერტების აზრით, ეს ფაქტი საწყენია, რადგან რეგიონული ცენტრი საქართველოსაკენ ინაცვლებს.

ექსპერტ-ეკონომისტის ნატიგ ჯაფარლის აზრით, ნორვეგიის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობის ბაქოდან თბილისში გადატანის თაობაზე შემთხვევითი არაა, თანაც მას საკმაოდ მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს:

„ბოლო 15 წლის განმავლობაში ათობით უცხოური კომპანია სწორედ თბილისს ირჩევს სამოქმედოდ და უარს აცხადებს ბაქოზე (აზერბაიჯანზე), სადაც მონოპოლიზმი და კორუფციაა გაბატონებული და სამართლიანი სასამართლო სისტემა არ არსებობს. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველო რეგიონულ ბიზნეს-ცეტრად იქცა და ეს იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, უფრო უკეთესი გეოგრაფიული მდებარეობა და მასშტაბური ლოჯისტიკური პროექტები“, - ამბობს ექსპერტი და იქვე განმარტავს: დიდი ბიზნესს შეიძლება არ აინტერესებდეს ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ მისი საკვანძო მოთხოვნაა ქვეყანაში არსებობდეს როგორც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე თავისუფალი ბაზარი:

„ამ თვალსაზრისით ის არჩევანი, რომელიც ნორვეგიამ გააკეთა საელჩოს ბაქოდან თბილისში გადატანით, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო უფრო მეტი უპირატესობით სარგებლობს როგორც საქმიანი, ისე პოლიტიკური მნიშვნელობით სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, რამდენიმე წლის წინათ კომპანია Nestle-მ თავისი რეგიონული ცენტრი (ამ ფირმას 150-მილიარდიანი ბრუნვა აქვს) ბაქოდან თბილისში გადაიტანა“, - ხაზს უსვამს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

ამავე დროს „დემოკრატიისა და კეთილდღეობის მოძრაობის“ თავმჯდომარის გუბად იბადოღლუს აზრით, ნორვეგიის საელჩოს დახურვა უფრო მეტად აზერბაიჯანში დემოკრატიის დეფიციტით არის გამოწვეული.

„მიუხედავად იმისა, რომ საელჩო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ის უფრო აქტიური საქართველოში იყო... ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიის მთავრობა ეკონომიკურ ინტერესებზე უფრო უპირატესობას დემოკრატიის ინტერესებს ანიჭებს“, თუმცა, მისი თქმით, ბაქოში საელჩოს დახურვა ნორვეგიიდან ტურისტებისა და ინვესტორების შემცირებას გამოიწვევს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა