logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
"kstnews.kz"(ყაზახეთი): „გამარჯობა გენაცვალე“-ტურისტის თვალით დანახული საქართველო
"kstnews.kz"(ყაზახეთი): „გამარჯობა გენაცვალე“-ტურისტის თვალით დანახული საქართველო
12:57 05.11.2018
„საქართველო ტურისტებისათვის, ჩემი როგორც სტეპში მცხოვრები კაცის აზრით, ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. იგი ჩვენი, ყაზახეთის კოსტანაის ოლქის ტერიტორიას ფართობით სამჯერ ჩამოუვარდება, მაგრამ იქ რომ ჩახვალ, ისეთი სილამაზეა, თავბრუ დაგეხვევა სიხარულისაგან - მთები, უღრანი ტყეები, გამჭვირვალე ტბები და მდინარეები, უამრავი ხილი, სასმელ-საჭმელი... რა გინდა, სულო და გულო, მიირთვი და გაიხარე! საქართველოში რომც მოინდომო, შიმშილით ვერ მოკვდები - ყოველ ნაბიჯზე მწვადი, ხინკალი, ჩურჩხელა, ხაჭაპური... სტუმართმოყვარე მოსახლეობა პატივს გცემს, სუფრას გაგიშლის, ხელის გულზე გატარებს“, - ასე იწყება ყაზახეთის კოსტანაის ოლქის გაზეთ «Костанайские новости»-ში გამოქვეყნებული ვრცელი სტატია.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ანატოლი ერმოლოვიჩის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული ავტორის შთაბეჭდილებები საქართველოში ყოფნის დროს. მან ავტომანქანა დაიქირავა („მძღოლი 58 წლის გურული კაცი იყო, რომელიც ედურად შევარდნაძეს ძალიან ჰგავდა“) და თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველო შემოიარა. „საქართველოში წასვლა რომ გადავწყვიტე, ვფიქრობდი, რომ რუსული ენის საკითხში პრობლემები არ მექნებოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მახსოვდა „გამარჯობა, გენაცვალე“ - ამ სიტყვებით კოსტანაიში ჩამოსული ქართველი მშენებლები მესალმებოდნენ ხოლმე. მართალია ეს დიდი ხნის წინათ იყო, მაგრამ დრესაც თბილისში უფროსი და საშუალო თაობის ადამიანები რუსულად მშვენივრად საუბრობენ, ახალგაზრდებს კი ძალიან უჭირთ ან არ აციან“, - აღნიშნავს ავტორი.

„სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში ტურისტები ეგზოტიკისთვის მოდიან. ბევრი მათგანს მიაჩნია, რომ საქართველო შორს არ წასულა ბანანის პლაჟური რესპუბლიკისაგან - ფული გაქვს? გექნება საჭმელი, სასმელი და დასვენების ადგილი. საქართველო ტურისტებისათვისაა განკუთვნილი: იქაურები ამბობენ, რომ მეზობელ აზერბაიჯანს ნავთობი აქვს, თურქებს - მდიდარი ბაზრები, ქართველებს კი ბუნება და სტუმართმოყვარეობა, განსაკუთრებით რუსულენოვანი ვიზიტორებისათვის. საერთოდ, საქართველო ყოველწლიურად თითქმის 7 მილიონ უცხოელ ტურისტს „ამუშავებს“, მათი უმრავლესობა რუსულენოვანია.

მზიური საქართველოს ხასიათზე ზოგადი წარმოდგენა მაინც რომ გვქონდეს, მისი ისტორია უნდა გავიხსენოთ. მე-14-მე-17 საუკუნეებში ეს ქრისტიანული ქვეყანა მუსლიმანურ იმპერიებს შორის იყო მოქცეული, მე-18 საუკუნეში კი მასზე მფარველობა რუსეთმა დაიწყო. ქართველებმა ბევრი რამ პოზიტიური რუსეთიდან მიიღეს, თუმცა იყო ერთმანეთთან რთული დამოკიდებულების ფაქტებიც. ქართული კულტურა განსაკუთრებით განვითარდა საბჭოთა პერიოდში. შემდეგ კი ქართულმა ელიტამ ჩრდილოელ მეზობელს კრიტიკა დაუწყო - ზოგჯერ მიზეზით, ზოგჯერ უმიზეზოდ: ბუბა კიკაბიძე დღეს „ლარისა ივანოვნა ხოჩუ“-ს კი არ ამბობს, არამედ „ლარისა ივანოვნას სამშობლოს ბოლო უნდა მოეღოსო“. იგივეს აცხადებს ცნობილი რეჟისორი ოთარ იოსელიანი: „თუ ჩვენ გუშინ რუსეთი გულზე არ გვეხატებოდა, დღეს უკვე გვძულს“. საქართველოს წარმომადგენელები მთელ მსოფლიოს უყვებიან, თუ როგორ ცუდად ცხოვრობდნენ რუსეთის ბატონობის დროს... სამაგიეროდ, ქვეყანა ევროპაში უვიზო რეჟიმს იღებს“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ რასაკვირველია, ყველა ქვეყანა თვითონ ირჩევს თავის გზას, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის მეტი ნაწილისათვის ცხოვრების პირობები დიდი ხანია არ უმჯობესდება, სოციალური უზრუნველყოფა ბევრად მცირეა, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. პენსიაზე გასვლა უსიხარულო პერსპექტივაა, იმდენად მცირეა მისი რაოდენობა. პოლიტიკოსები დიდ დაპირებებს იძლევიან, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაპირებადვე რჩება. ტურისტი ქვეყნის არასახარბიელო ეკონომიკურ ვითარებას ერთ დღეში და ერთ კვირაში ვერ ამჩნევს, სიტუაციის ობიექტურად გასაცნობად დრო არის საჭირო. საქართველო ევროპისაგან და საერთოდ დასავლეთისაგან ფინანსურ დახმარებას იღებს, მაგრამ მრეწველობა თითქმის არ ვითარდება: მანქნათმშენებლობის წილი ეკონომიკაში 1%-მდე შემცირდა, თითქმის ყველა საკვები პროდუქტი უცხოეთიდან შეაქვთ, საკუთარი ქართული მხოლოდ ღვინო და მიმზიდველი ბუნება დარჩა. ძალიან ბევრი ქართველი სამუშაოს საძიებლად უცხოეთშია წასული, რაც პატარა ქვეყნისათვის დემოგრაფიულ პრობლემებს და საფრთხეებს ზრდის.

„საიდან ექნებათ ქართველებს დიდი ხელფასი, როცა ქვეყნის იმპორტი ექსპორტს სამჯერ აჭარბებს? ფეშენებელური და რესპექტაბელური პროსპექტების უკან თუ გახვალთ, იქ დანგრეულ სახლებს ნახავთ, რომლებშიც ადამიანების მთელი თაობა ცხოვრობს... ტურისტები კი მათი ნახვისას აღფრთოვანებულნი არიან - რა მაგარი კინემატოგრაფიული ხედებია, როგორი აუტენტური კოლორიტი... ალბათ ფიქრობენ, რომ ამ სახლებში ხალხი ბედნიერად ცხოვრობს და უმჯობესია, ასე აუტენტურები დარჩნენო. რას იზამ, ტურისტები ამ ყველაფერში ფულს იხდიან...“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა