logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFI - Radio France Internationale» (საფრანგეთი): არჩევნები საქართველოში-სიწყნარე ქარიშხლის წინ?
«RFI - Radio France Internationale» (საფრანგეთი): არჩევნები საქართველოში-სიწყნარე ქარიშხლის წინ?
12:46 05.11.2018
საფრანგეთის «Radio France Internationale»-ს თბილისელი კორესპონდენტის მიერ მომზადებულ საქართველოს ამბების ტრადიციული, ყოველკვირეული მიმოხილვის მთავარი თემაა საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის წინ ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია: პრეზიდენტობის კანდიდატთა და მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსთა განცხადებები, ურთიერთკრიტიკა, დამკვირვებელთა თვალსაზრისი და ა.შ.

კორესპონდენტი ყურადღებას უთმობს მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით და დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადების ციტირებას ახდენს, რომლის თანახმად, „თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება“.

გედევან ფოფხაძის განცხადებამ ქართულ საზოგადოებაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია: მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს 25 წლის წინანდელი სამოქალაქო ომი, რომელიც მეოთხედი საუკუნის წინათ, სწორედ ამ დღეებში მოხდა საქართველოში - როცა სამტავრობო ძალების ავიაცია დასავლეთ საქართველოს იმ ქალაქებსა და სოფლებს ბომბავდა, რომლებშიც დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები იყვნენ გამაგრებულნი. იმ დროს დასახლებული პუნქტები ხელიდან ხელში გადადიოდა, შვილებს დედებს თვალწინ უხოცავდნენ, ჟურნალისტებს საჯაროდ ხვრეტდნენ...

ბუნებრივია, გრიგოლ ვაშაძის პასუხი გედევან ფოფხაძის მიმართ ძალზე ხისტი იყო: „ასეთი დანაშაულებრივი განცხადების ავტორის ადგილი პარლამენტში არ უნდა იყოს“. პრეზიდენტობის ოპოზიციურმა კანდიდატმა დაადასტურა, რომ მისი პარტია მხოლოდ მშვიდობიანი მომავლისათვის, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემისთვის იბრძვის.

«Radio France Internationale»-ს კორესპონდენტი ესაუბრება თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს გია ნოდიას, რომლის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა საქართველოში მეოთხედი საუკუნის წინანდელი ამბები განმეორდეს: „მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც ამას გედევან ფოფხაძე წინასწარმეტყველებს. ქართულმა საზოგადოებამ იმ პირველი სამოქალაქო ომისაგან გაკვეთილები მიიღო, ჩვენ უკვე რაღაც ვისწავლეთ და ომის გამეორებას არ დავუშვებთ. კონსტიტუცია აბსტრაქტული ფასეულობა არაა, მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება. გედევან ფოფხაძის განცხადება უფრო მოსახლეობის დაშინებას ჰგავს. როგორც ჩანს, ისინი, ვინც სამოქალაქო ომზე ლაპარაკობენ, მათ რეალურად აქვთ გადაწყვეტილი ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლებსაც სამოქალაქო ომის გამოწვევა შეუძლიათ“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა