logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„azerizv.az“(აზერბაიჯანი): არჩევნების შედეგების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეიცვალოს
„azerizv.az“(აზერბაიჯანი): არჩევნების შედეგების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეიცვალოს
12:35 31.10.2018
„საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა - ამომრჩევლების ხმები გრიგოლ ვაშაძესა („ნაცმოძრაობა“) და სალომე ზურაბიშვილს (დამოუკიდებელი//„ქართული ოცნება“) შორის თითქმის თანაბრად გადანაწილდა. არჩევნების მეორე ტურში მწვავე ბრძოლა გაიმართება არა მარტო თვით კანდიდატებს, არამედ ქვეყნის მთავარ პოლიტიკური ძალებს შორის“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Азербайджанские известия»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ნატიგ ნაზიმოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

მასალაში გადმოცემულია საპრეზიდენტო არჩევნების ინტრიგები, განცხადებები, კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ურთიერთბრალდებები, ელექტორატის უკმაყოფილების მიზეზები, კანდიდატთა დამოკიდებულება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამომავლო ბედის მიმართ და ა.შ.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით:

„იმ დროს, როცა სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დასავლეთთან (ნატო, ევროკავშირი) ინტეგაციას ერთნაირად მხარს უჭერენ, რუსეთთან დამოკიდებულებაში მათი პოზიციები განსხვავდება. გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონელები“ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზებას გამორიცხავენ მანამ, სანამ რუსეთი საქართველოს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ დაუბრუნებს, სალომე ზურაბიშვილი სოლიდარულია „ქართული ოცნების“ პოზიციასთან და არ გამორიცხავს რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობას, თუმცა იმავდროულად იგი ეჭვობს, რომ რეალურად სიტუაცია არ გაუმჯობესდება, სანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთს მოსკოვი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.

ამრიგად, შეიძლება დიდი ალბათობით ითქვას, რომ მეორე ტურში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება. ეს ეხება საქართველოს სამხრეთკავკასიელ მეზობლებსაც. სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ თბილისი გააგრძელებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან. გრიგოლ ვაშაძემაც დაადასტურა, რომ გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული პოლიტიკა - ყველაზე მჭიდრო, მეგობრული, სამოკავშირეო ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან“, - წერს აზერბაიჯანული გაზეთი.
-----------
«Азербайджанские известия» - აზერბაიჯანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, იბეჭდება ბაქოში რუსულ ენაზე 2004 წლიდან. ტირაჟი - 8-9 ათასი ეგზ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა