ბრიტანული გამოცემის, «Financial Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოში გამართული
წინასაარჩევნო კამპანია, ყურადღება გამახვილებულია ოპონენტების ბრძოლის სიმწვავეზე. მასალაში გადმოცემულია აგრეთვე საუბარი საპრეზიდენტო რბოლის ერთ-ერთი ფავორიტთან, საფრანგეთის ყოფილ ელჩთან და ქვეყნის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ჰენრი ფოის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„15 წლის წინათ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში - იგი როგორც გამოცდილი დიპლომატი, ელისეის სასახლეს თბილისში წარმოადგენდა. სალომე ზურაბიშვილი 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შეიძლება კავკასიური სახელმწიფოს მეთაური გახდეს. იგი წინააღმდეგობას უწევს თავდასხმებს „არაპატრიოტობის“ და „უცხოელობის“ ლოზუნგებით. იგი ცდილობს ეჭვები გაფანტოს იმაზე, რომ თუ პრეზიდენტი გახდება, საქართველო თითქოსდა პროდასავლური გზიდან გადაუხვევს.
ქვეყანაში, სადაც უცხო სახელმწიფოთა გავლენებს ისტორიიდან მტკივნეულად იხსენებენ, წინასაარჩევნოო კამპანია ძალზე მწვავედ მიმდინარეობს. ეს ხაზს უსვამს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პოლიტიკურ ლანდშაფტში არსებულ განხეთქილებას.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებმა ორი თვის განმავლობაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს „მოღალატედ“, „გამყიდველად“, „ფსიქიურად შეშლილ ქალად“ და „ფაშისტად“ შერაცხეს. რა თქმა უნდა, ამომრჩეველი დაღლილია პოლიტიკურ ელიტებს შორის ბრძოლით და ეს ყველაფერი მასში ენთუზიაზმს არ იწვევს. ელექტორატი აპათიით არის მოცული“, - აღნიშნავს ავტორი და ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილთან საუბრის ძირითად მომენტებზე: „ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოპოზიცია არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს. „ოპონენტებს სურთ, რომ მესამე ტური უკვე ქუჩაში გაიმართოს. მაგრამ ამომრჩეველი მათ იდეებს არ აჰყვება, ხალხს ეკონომიკური ცვლილებები და სიმშვიდე სურს“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის შემდეგ საქართველო არასტაბილურ კავკასიაში დემოკრატიის პირველ გზამკვლევად და დასავლური იდეალების ერთგულ მხარდამჭერად ითვლება, თუმცა მისი დასავლური ამბიციები ბევრადაა დამოკიდებული თვით ევროკავშირის, აშშ-სა და ნატოს მხარდაჭერაზე. სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - უკრაინის მაგალითი ნათლად მეტყველებს, თუ როგორ შეიძლება შიდაპოლიტიკურმა ქაოსმა ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ ასიმილირებას.
66 წლის სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ფრანგულ დიპლომატიაში მუშაობის ს 30-წლიანი გამოცდილება აქვს და რომელიც 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ამბობს, რომ იგი სხვებთან შედარებით ყველაზე კვალიფიცირებულია იმისათვის, რომ 3,7 მილიონიანი ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს.
საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომის შედეგად ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა დამოუკიდებლობის აღიარება მიიღო იმ ქვეყნისაგან, რომლის ჯარები მათ ტერიტორიას,ა ნუ საქართველოს მეხუთედ ნაწილს აკონტროლებენ. თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს მსოფლიოს სახელმწიფოებიდან მხოლოდ ხუთიოდე თუ ცნობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, იგი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა: „რა დარჩენია დიპლომატიის გარდა საქართველოს, რომელსაც სამხედრო ძალის გამოყენება არ შეუძლია? თუმცა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება ძალიან ძნელია, რადგან ვლადიმერ პუტინი დიალოგის საფუძველს არ იძლევა“, - ამბობს იგი.
პრეზიდენტობის 25 კანდიდატიდან ბევრი ერთმანეთს მოსკოვზე მუშაობაში ადანაშაულებს, რაც ქართულ პოლიტიკაში ცნობილ მეთოდს წარმოადგენს. მაგალიტად, სალომე ზურაბიშვილს ბრალად წაუყენეს ის, რომ მან თითქოსდა 2008 წლის ომის დამწყებად საქართველო გამოიყვანა, რომ იგი არასრულფასოვანი ქართველია - იმ მიზეზით, რომ საფრანგეთში დაიბადა და სწავლა-განათლება იქ მიიღო, - წერს ავტორი.
სტატიაში მოხსენიებულია ქართველი ექსპერტის კორნელი კაკაჩიას თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო კამპანია ურთიერთბრალდებებში გამოიხატება იმის ნაცვლად, რომ ილაპარაკონ სიღარიბის შემცირებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე...
მასალაში ასევე გამოყენებულია მიხეილ სააკაშვილის გამონატქვამებიც, რომელიც მან ფეისბუქში გამოაქვეყნა: „იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილის მთავარი ოპონენტი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მოქალაქეობაჩამორთმეული და სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული ექს-პრეზიდენტის პარტიის - „ნაცმოძრაობის“ წევრია, მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ აგრესიულადაა განწყობილი: მის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. იგი ტიპიური მორალატეა“, - ასე ამბობს ნიდერლანდებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში გამოქვეყნებულ ვიდეოში სალომე ზურაბიშვილის შესახებ.
მართალია, სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი აქვს, მაგრამ ფაქტიურად მის საარჩევნოო კამპანიას მხარს უჭერს მმართველი პარტია და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მტერია. მისტერ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრემ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა უზრუნველყო. ამიტომაც სალომე ზურაბიშვილის ოპონენტებს ეჭვი შეაქვთ იმაში, რომ იგი, [პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში], აპოლიტიკური და მიუკერძოებელი ლიდერი იქნება
ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი საკმაოდ შორს დაიჭერს თავს შიდაპოლიტიკური საკითხებისაგან და მისი უმთავრესი მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის ლობირება იქნება: „ჩვენ უფრო მეტი უნდა მოვითხოვოთ... საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური ქვეყანაა. ამიტომაც ცვენ ევროპელებთან ევროპული დონის დიალოგი გვჭირდება. მე ასეთი დიალოგის წარმარრთვა შემიძლია, მათთან თანასწორ დონეზე. საქარტველო პერსპექტივაში ნატოშიც უნდა გაწევრრიანდეს და აშშ-სტან მტკიცე სამხედრო კავშირები განავითაროს. იმავდრროულად ჩვენ არ ვიცით, რას იზამს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებით - დიალოგს აირჩევს თუ კონფრონტაციას. ამიტომ ჩვენ მათთან ახლოს უნდა ვიყოთ, რათა პროგნოზები გავაკეთოთ, რათა ვიცოდეთ, რომელი გზით მიდიან და რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენზე“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

















