logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«EuroNews»: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო რბოლაზე-ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი
«EuroNews»: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო რბოლაზე-ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი
12:01 28.10.2018
«EuroNews»-ი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს კრის ჰარისის ავტორობით სტატიას უძღვნის, რომლის მცირედ შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:


ქართველ ამომრჩევლებს განზრახული აქვთ კიდევ უფრო განამტკიცონ ევროპასთან თანამშრომლობა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის არჩევნებით.

სამი მთავარი პრეტენდენტი იბრძვის იმ როლისათვის, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმართულებას განსაზღვრავს, განსაკუთრებით ევროკავშირსა და ნატოსთან მიმართებით. მაინც ვინ არიან საარჩევნო რბოლის მთავარი მონაწილენი?

სალომე ზურაბიშვილი, დამოუკიდებელი კანდიდატი

ზოგიერთები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი არჩევნების ფავორიტია, იგი აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველოს პრეზიდენტი გახდებაო. ოფიციალურად სალომე ზურაბიშვილი თითქოსდა „დამოუკიდებელი“ კანდიდატია, სინამდვილეში კი მას მხარდაჭერას მმართველი პარტია „ქართული ოცნება უცხადებს. და ეს იმის მიუხედავად, რომ სალომე ზურაბიშვილის აზრით, ათი წლის წინათ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყოო. „მას მკვეთრი და უხეში გამონათქვამები ახასიათებს“, - ამბობს მაქს ფრასი, საქართველოს საქმეების ექსპერტი, ევროპის ინსტიტუტის ლონდონის ეკონომიკური სკოლის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი. „სალომე ზურაბიშვილი კარგადაა ცნობილი იმითაც, რომ მისი გაკეთებული კომენტარები ოფიციალურ პოლიტიკას ყოველთვის არ შეესაბამება. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ყველაზე სავარაუდო კანდიდატია, რომელიც გაიმარჯვებს, თუმცა იგი ბოლომდე ცნობილი მაინც არ არის: თუ პრეზიდენტი გახდება, იგი შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს, ვიდრე გიორგი მარგველაშვილია“.

გრიგოლ ვაშაძე, მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი

„ერთიანი ნაცმოძრაობა“ დააარსა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა - თანამდებობის ბოროტად სარგებლობის გამო. სრულიად შესაძლებელია, რომ მან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა გააგრძელოს, ანუ კურსი ევროკავშირისა და ნატოსაკენ, მან აგრეთვე შეიძლება შეიწყალოს ის პოლიტიკოსები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ციხეში აღმოჩნდნენ, აგრეთვე თვითონ მიხეილ სააკაშვილიც“, - ამბობს მაქს ფრასი „ევრონიუს“-თან საუბარში, - მასში რისკის დიდი ელემენტი არსებობს“. თბილისში მცხოვრები გრიგოლ ვაშაძე კიდევ ერთი საგარეო საქმეთა ექს-მინისტრია, რომელიც საბჭოთა პერიოდში მოსკოვში დიპლომატად მუშაობდა. დოქტორ მაქს ფრასის თქმით, გრიგოლ ვაშაძე შეიძლება პრორუსული არ არის, მაგრამ მისი [წარსული] კავშირები რუსეთთან ზოგიერთ ქართველს არ მოსწონს.

დავით ბაქრაძე, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი

პარტია „ევროპული საქართველო“, რომელმაც დავით ბაქრაძე პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად წარადგინა, ადრე მიხეილ სააკაშვილის პარტიის ნაწილი იყო, ახლა კი მისგან გამოყოფილია. „დავით ბაქრაძეს კარგი სამსახურებრივი კარიერა აქვს განვლილი მთავრობასა და პარლამენტში. ქართულ პოლიტიკაში იგი შეიძლება ერთგვარ შემრიგებლურ ფიგურად ჩაითვალოს“, - თვლის მაქს ფრასი, - მას კარგი პოტენციალი აქვს“. მაგრამ ამის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილთან და გრიგოლ ვაშაძესთან შედარებით, დავით ბაქრაძეს არჩევნებში გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს.

სხვა კანდიდატებიდან - ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც მარიხუანას ლეგალიზებისათვის ურყევი მებრძოლია: „თუ იგი ბევრ ხმას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ამომრჩეველი საქართველოს მმართველი პარტიით იმედგაცრუებულია. მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ზურაბ ჯაფარიძე ვერ გაიმარჯვებს“, - თვლის დოქტორი მაქს ფრასი. პრეზიდენტობის 25 პრეტენდენტიდან არიან პრორუსული კანდიდატებიც, მაგრამ მათი წარმატება ძალიან საეჭვოა.

როგორი მიმართულებით შეიძლება წავიდეს საქართველო?

მაშინ როცა ევროკავშირის პერიფერიაში მდებარე სხვა სახელმწიფოები ბრიუსელსა და მოსკოვს შორის გავლენის სფეროებისათვის ჭიდილის ველად ითვლებიან, საქართველოს მათგან განსხვავებული სიტუაცია აქვს. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან ათი წლის წინ მომხდარმა კონფლიქტმა საქართველოს დიდი ბიძგი მისცა ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხში. თბილისმა 2014 წელს ხელი მოაწერა ბრიუსელთან ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს სრულ წევრობას არ ნიშნავს. „საქართველოში ანტირუსული განწყობა შეიმჩნევა. ომმა ქვეყანა დიდად დააზარალა. შესაბამისად, რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსათვის ნაკლებად მიმზიდველია“, - განმარტავს დოქტორი მაქს ფრასი.

რა როლს შეასრულებს კორუფციაში მხილებები?

მიმდინარე თვეში მედიაში გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც მხილებულია მთავრობის მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებები თამბაქოს ბაზარზე. თუ ბრალდება დადასტურდება, მაშინ ეს ნეგატიურ გავლენას სალომე ზურაბიშვილის პოპულარობაზე მოახდენს, რადგან სკანდალში გარეული მმართველი პარტია მხარს სწორედ მას უჭერს. და საერთოდ, ვინც არ უნდა იქნეს პრეზიდენტად არჩეული, მათზე აუცილებლად მოახდენს გავლენას კორუფციის ეჭვები საქართველოს სასამართლო სისტემაში: „პრეზიდენტს უფლება აქვს სამი წევრი დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოში და ერთიც - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში“, - განმარტავს მაქს ფრასი, - არის საფუძვლიანი ეჭვები, რომ სასამართლო ხელისუფლებას მთავრობაში მყოფი ყოველი მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებს“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა