logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): აუდიოჩანაწერების ომი და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე
«Radio Voice of America» (აშშ): აუდიოჩანაწერების ომი და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე
11:25 28.10.2018
ცოტაოდენი შოკი, მოულოდნელობის ეფექტი, კადრების შავ-თეთრობა, შხრიალი ზომიერად, უხამსობა ცხარედ, პიკანტურობა გემოვნებით და კერძიც მზადაა - შეგვიძლია ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მივართვათ, სასურველია ცხელ-ცხელი. ასეთი გახლავთ წინასაარჩევნოდ გამოტანილი ჩანაწერების რეცეპტი.

ქართველი ამომრჩეველი რამდენიმე წელია აკვირდება პროცესს, როდესაც სავარაუდო დანაშაულის შემცველი კადრები თუ აუდიო ჩანაწერები დღის სინათლეს სწორედ წინასაარჩევნოდ ნახულობს. ერთგვარი კულმინაცია ამ თვალსაზრისით 2012 წლის არჩევნების წინ დაფიქსირდა, როდესაც ეგრეთ წოდებულმა „ციხის კადრებმა“ საზოგადოება შოკში ჩააგდო. დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე 2012 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა იმით, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერების წინასაარჩევნოდ გამომზეურებას არჩევნების შედეგებზე გარდამტეხი ეფექტის მქონედ არ მიიჩნევენ, არავინ უარყოფს იმ უდიდეს გავლენას, რაც ამ კადრებმა ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე მოახდინა.

2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიაც ჩანაწერების ომის თანხლებით მიმდინარეობს. საზოგადოება ყოველდღიურად ახალ ფარულ თუ არაფარულ ჩანაწერებს ადევნებს თვალს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ყველა პოლიტიკური აქტორი სწორედ ამ დროისთვის, არჩევნების წინა პერიოდისთვის კადრებს თლის და ჭერში აწყობს და ვინც მის წინააღმდეგ იქნება, „თავში ჩასცხებს“ (ეს სიტყვები პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებით გამოიყენა - ნ.დ.).

„ამერიკის ხმამ“ რამდენიმე მოსაზრება ჩაიწერა იმის შესახებ, რამდენად ახდენს წინასაარჩევნოდ გამოტანილი ფარული ჩანაწერები გავლენას არჩევნების შედეგებზე.

მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოსაზრებები, რაც ჩანაწერების თაობაზე არსებობს ახლა უკვე აღარ ემყარება პირად აღქმებს, რადგან მედია-მონიტორინგები აჩვენებს, რომ ფარული ჩანაწერების სიმრავლე ეთერებში სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

დღეს გამოქვეყნებულ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედია უფრო დიდი დოზით აშუქებს არა საარჩევნო კანდიდატებს, არამედ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ფარულ ჩანაწერებს. ანალოგიური სურათი დაფიქსირდა ყველა მედიაში, რომელიც მონიტორინგის სივრცეში მოექცა. „შემთხვევითობა არაა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არც ერთი არჩევნები ფარული ჩანაწერების გარეშე არ ტარდება. ადგილი აქვს მედიის ინსტურუმენტიზებას. რა თქმა უნდა, ფარული ჩანაწერები არჩევნების შედეგებზე გავლენას ახდენს, მაგრამ, არამგონია, ეს გავლენა გადამწყვეტი იყოს. ჩანაწერებს არსებითი გავლენა აქვს და სწორედ ამის გამო იყენებენ მათ მუდმივად წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნების ბედზე გადამწყვეტი გავლენა კი აქვს ფაქტორთა ერთობლიობას და არა უშუალოდ მედიის ინსტრუმენტიზებას და მათ შორის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას,“ - გვეუბნება ნათია კუპრაშვილი. მისი მოსაზრებით, გამოქვეყნებული ჩანაწერები ინახებოდა გარკვეულ პირებთან და წინასაარჩევნოდ გასაჯაროვდა როგორც ოპოზიციაში იყოფი ძალების, ისე ხელისუფლების მიერ. ეს პროცესი ორივე მხარეს მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ არიან პირები, ვისაც აქვთ ფარული ჩანაწერები ერთი წლის, ორი წლის, რამდენიმე თვის ხანდაზმულობით და ელოდებიან ცხელ წინასაარჩევნო პროცესს, რომ ისინი გამოიტანონ“, -გვეუბნება ნათია.

მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელის თანახმად, ამომრჩეველზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მედიის მიერ ჩანაწერების გამოქვეყნების ფორმა, რაც აუდიტორიამდე მიდის, არა როგორც შეუსწავლელი ან სავარაუდოდ არსებული ინფორმაცია, არამედ როგორც დადასტურებული ფაქტები იმ დროს, როდესაც ჩანაწერები ჯერ კიდევ არაა შესწავლილი.

„ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში, მთელ ევროპასთან შედარებით, დემოკრატია ყველაზე უფრო პოლარიზებულია. ამავდროულად, პოლარიზებულ მხარეებს იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები კი არ წარმოადგენენ, პირიქით, მათი პოლიტიკური იდეოლოგია მსგავსია. ამის მიუხედავად, ისინი პოლარიზებას ახერხებენ და ფაქტობრივად, ერთმანეთით სულდგმულობენ (მათ შორის ხელისუფლებაში მყოფი ძალა და ოპოზიცია), რადგან ერთმანეთისგან ქმნიან საფრთხობელებს. მთელი წინასაარჩენო პროცესი ამაზეა აგებული. ამიტომაც დიდია წილი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისა, რასაც, როგორც ჩანს საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ მოწინააღმდეგის დისკრედიტაციისთვის.“ - ამბობს ნათია კუპრაშვილი.

„ფარულ ჩანაწერებს ამიტომაც აქვეყნებენ სწორედ წინასაარჩევნოდ, რომ მათ აქვთ გავლენა ამომრჩეველზე,“ - გვეუბნება IDFI-ს ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი.

„დღეს გამოქვეყნდა ჩანაწერია, რომელიც კავშირშია ყოფილ პრეზიდენტთან და მაშასადამე ოპოზიციასთან, მხოლოდ უკრაინიდანაა გაშვებული და მისი წარმომავლობის მოკვლევა, როგორც ჩანს, არაა მარტივი. მანამდე არსებული ჩანაწერებიც უკავშირდება არჩევნებს. საქართველოში არა და არ დასრულდა ჩანაწერებით არჩევნებზე გარკვეული ზემოქმედების მოხდენის მცდელობა. ეს არაა ნორმალური პროცესი და არ ახასიათებს ნორმალურ ქვეყნებს. ჩანაწერების გამოქვეყნების მიზანია არჩევნებზე გარკვეული გავლენის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, ჩანაწერების გამოქვეყნება ამით არ დასრულდება და პროცესი კვლავ გაგრძელდება,“- ამბობს გიორგი კლდიაშვილი. მისივე აზრით, ის მდგომარეობა, რომ ამ დრომდე ერთი ადამიანიც კი არ დასჯილა მათი გამოქვეყნების გამო, იმ დროს, როდესაც ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ბევრ რამეზე მეტყველებს. „გამოძიება ბოლომდე არასდროს არ მიდის. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა, შედეგი უნდა დადგეს. ასეთი მეთოდებით სიტუაციის მართვა ნამდვილად ბინძური საქმეა,“- გვეუბნება IDFI-ს ხელმძღვანელი.

„ამერიკის ხმამ“ თამარ ედიშერაშვილი ჩაწერა, პროფესიით აუდიტორი, რომელიც სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია: „მე, მგონი, ჩანაწერები იმ ადამიანებზე გავლენის მოხდენისთვისაა გათვლილი, ვინც პოლიტიკურ პროცესს სიღრმისეულად არ იცნობს. მე წინააღმდეგი არ ვარ ჩანაწერების გამოქვეყნებისა. იგივე, ოქუაშვილის ამბავი რომ ავიღოთ. როგორც ჩანს, ამ ადამიანს გარკვეული წინაპირობა ჰქონდა იმისთვის, რომ ჩანაწერები გააკეთა. ამ სიბინძურის გამოქვეყნებით, მისი დღის სინათლეზე გამოტანის მომხრე ვარ. რასაკვირველია, სხვა საქმეა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნება, ეს სრულიად ამაზრზენია. გამოქვეყნებული მასალა აჩვენებს იმას, რამდენად ბინძურია ორივე მხარე და მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ ეს ხალხმა, იმ ადამიანებმა დანახონ, ვისაც კულუარებზე ხელი არ მიუწვდება,“ - გვეუბნება თამარი. მისი მოსაზრების თანახმად, ყველამ უნდა იცოდეს, ვინ როგორი ბინძურია და ვინ როგორი თამაშით თამაშობს. „ჩვენ, ამომრჩევლები, რეალურად ძალიან ზედაპირულები ვართ. პროგრამები არ გვაინტერესებს. ხელისუფლება, პარტიები ცდილობენ, რაც შეიძლება დიდ სიბნელეში ამყოფონ ამომრჩეველი. ჯერ-ჯერობით სამოქალაქო აზროვნების დეფიციტი გვაქვს, ამიტომაც, ამომრჩეველი მარტივად გადაერთვება ხოლმე ზედაპირულად არსებულ ინფორმაციაზე. ხალხის თვალში ერთმანეთის კომპრომეტირებით, ფაქტია, რომ ორივე პოლიტიკური მხარე შიშვლდება და ეს კარგად აჩვენებს, როგორც არ ზოგავენ ადამიანებს პოლიტიკოსები,“ - ამბობს თამარი და იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ხილვის შემდგომ უფრო გონივრულ არჩევანს გააკეთებს.

საბავშვო ავტორი ვასილ გულეური კი მიიჩნევს, რომ ადამიანის არჩევანზე გავლენას ყველაფრის ერთობლიობა ახდენს. „უკვე იმდენი წელია ასეთ რაღაცებს შევეჩვიეთ, რომ ჩემთვის ამ ყველაფერს კონკრეტული მნიშვნელობა აღარ აქვს, ახალი არაფერია ამაში. ეს ყოველთვის ხდებოდა, განსაკუთრებით არჩევნების წინ და ახლაც იგივე ხდება. ასე რომ, ჩანაწერები არაა ჩემთვის გადამწყვეტი, ბევრი ფაქტორი, ერთობლიობაში ახდენს არჩევნების შედეგებზე გავლენას. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი გადაწყვეტილებას ფარული ჩანაწერებიდან გამომდინარე იღებდეს. ზოგადად, ბრძოლა ამგვარი მეთოდებით უღირსად მიმაჩნია. როდესაც ვინმეს რაიმე აქვსსათქმელი, ან აქვს ჩანაწერი, ეს უნდა აჩვენოს და გამოაქვეყნოს მაშინ, როდესაც ამ ფაქტებს მოიპოვებს და არა იმ დროს, როდესაც გამოადგება“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა