logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Frankfurter Rundschau» (გერმანია): წინასაარჩევნო კამპანია შხამიანი ურთიერთკბენებით-ქართველები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ
«Frankfurter Rundschau» (გერმანია): წინასაარჩევნო კამპანია შხამიანი ურთიერთკბენებით-ქართველები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ
11:18 28.10.2018
გერმანული გამოცემა «Frankfurter Rundschau», საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სტატიას უძღვნის.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ შტეფან შოლის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:



სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ფავორიტად ითვლება, თუმცა საარჩევნო კამპანიის საწყის ეტაპზე მან და მისმა მხარდამჭერმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ საკვირველი ავანტიურული ნაბიჯები გადადგა - ჯერ იყო სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთთან საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყოო, რისთვისაც იგი ბევრმა ქართველმა სამშობლოს მოღალატედ შერაცხა, მერე კიდევ „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა კანაფის (მარიხუანას) მოშენება-ექსპორტის თაობაზე, რის შედეგადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აღშფოთდა. „ისე გამოვიდა, რომ მთავრობას თითქოსდა კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის საქმიანობის მიბაძვა სურდა“, - ამბობს პოლიტოლოგი და გამომცემელი მალხაზ გულაშვილი, - მთავრობის შეცდომები საარჩევნო კამპანიის დასაწყისში საშინელი იყო“.

შემდეგ კი შეტევები ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო: ამ პარტიის მხარდამჭერმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა გამოაქვეყნა მასალები, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურა მოქალაქეებზე უკანონო ზეწოლას ახდენდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მისაცემად. ასევე განსაჯაროვდა ფარული აუდიოჩანაწერები ხელისუფლებაში კორუფციული გარიგებების თაობაზე.

თავის მხრივ, საარჩევნო კამპანიის დროს „ნაციონალურმა მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ (აქვე შევნიშნავთ, რომ თავიანთი მმართველობის ჟამს „ნაციონალებიც“ ასევე იჭერდნენ და აწამებდნენ თანამოქალაქეებს) ამომრჩევლებს საოცარი დაპირებები აღუთქვა - მათ შორის პენსიების გაორმაგება 400 ლარამდე, თუმცა პრეზიდენტს არანაირი გავლენა არ ექნება სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე.

პოლიტოლოგების აზრით, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაუშვებელი და უხეში („ჭუჭყიანი“) სახით მიმდინარეობდა, რომელიც პოპულიზმის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებიც ერთმანეთის საწინააღმდეგოა: „ნაციონალების“ მხარდამჭერ „რუსთავი-2“-ის მიერ დაკვეთილი გამოკითხვის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი 15%-მდე დაეცა, გრიგოლ ვაშაძისა და 22%-მდე მოიმატა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვით, სალომე ზურაბიშვილს 31% აქვს, გრიგოლ ვაშაძეს - 27%. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა (მისი ქონება 6,4 მილიარდ დოლარს აღწევს, „ფორბს“-ის მონაცემებით), ვარაუდობს, რომ მისი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილს არჩევნებს 53%-ით მოიგებს.

პარტიებისა და მათი კანდიდატების ურთიერთკბენებისა და დაშხამვების უკან ბიძინა ივანიშვილსა და ამჟამად ამსტერდამში ემიგრანტად მცხოვრებ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის არსებული მტრობა დგას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლდა (პრეზიდენტის უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით) და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დამკვირვებლები ამბობენ, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯერ კიდევ ექნება შენარჩუნებული მსჯჯავრრდებულთა შეწყალების უფლება და შესაბამისად, თუ პრეზიდენტად „ნაციონალი“ გრიგოლ ვაშაძე იქნება არჩეული, იგი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს და ემიგრაციაში მყოფ ექს-პრეზიდენტს სამშობლოში დაბრუნების უფლება ექნება.

უნდა ითქვას, რომ ყოფილი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში ქვეყანას ავტორიტარულად მართავდა, საქართველოში ყველაზე საძულველ პოლიტიკოსად ითვლება. „მისი ხელისუფლების დროს ქვეყანაში ექვსი ათასი პოლიტპატიმარი იყო, ათასობით ციხეში მყოფი ადამიანი სახლებს ყიდდა და ფულს იხდიდა თავისუფლების გამოსასყიდად“, - ამბობს მალხაზ გულაშვილი, რომელიც თვითონაც იჯდა საპყრობილეში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, - „საერთოდ კი პატიმრობა დაახლოებით 360 ათასი ადამიანს აქვს გამოვლილი და თუ ყოფილი პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოში დაბრუნებულ მიხეილ სააკაშვილს დაინახავენ, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყება“.

რესპუბლიკურ პარტიას, ფინანსური პრობლემების გამო, საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებში არ ჰყავს. პარტიის ლიდერის ხათუნა სამნიძის აზრით, საქართველოში ღია პოლიტიკური კონკურენცია არსებობს, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანია არასამართლიანად მიმდინარეობს. „ჩვენთან სამართლიანი არჩევნები არ ტარდება“, - ამბობს იგი, - „ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროსაც საარჩევნო ბიულეტენები ურნაში ერთად ათასობით იყრებოდა ხოლმე“. მიხეილ სააკაშვილის დროს პატიმრების ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს აშანტაჟებდნენ, რომ მათ ხმა „ნაციონალებისთვის“ მიეცათ. ახლაც სოფლებში დაქირავებული ჰყავთ ადამიანები და 200-დან 300 ევროს უხდიან, რომ მათმა ნათესავებმა „სწორი არჩევანი“ გააკეთონ. „საქართველოში ჰიბრიდული დემოკრატია ბატონობს“, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
----------
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე პუბლიკაცია გამოქვეყნებულია კიდევ ერთ გერმანულ გაზეთ Junge Welt-ში სათაურით „უკანასკნელი პირდაპირი არჩევნები“ (ავტორი - რიჰარდ ლაუტენბახი). მასში მიმოხილულია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა, მათი განცხადებები და დაპირებები. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში კონსერვატიული საზოგადოებაა, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს მართლმადიდებელი ეკლესია. შესაბამისად, საქართველოში სძულთ ჰომოსექსუალისტები. ქვეყნის კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების თაობაზე სპეციალური ცვლილებებიც კი შეიტანეს. „ქვეყანაში შექმნილი აუტანელი შიდაპოლიტიკური სიტუაცია ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზეც იგრძნობოდა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი. ქართველი მწერლები საზოგადოებაში შექმნილ ვითარებას მიიჩნევენ როგორც ქსენოფობიურს“, - ნათქვამია სტატიაში (წყარო: https://www.jungewelt.de/artikel/342434.letzte-direktwahl.html).

ფრანგულ პრესაში 26-27 ოქტომბერს გამოქვეყნებულია შემდეგი სტატიები: გაზეთ «Le Figaro»-ში სათაურით „მადამ

ზურაბიშვილის ქართული ოცნება“ (ავტორი - რეჟის ჟანტე, წყარო: http://www.lefigaro.fr/international/2018/10/26/01003-20181026ARTFIG00286-le-reve-georgien-de-mmezourabichvili.php), გაზეთ «La Croix»-ში - „პრეზიდენტად არჩევა - ყოფილი ფრანგი დიპლომატის ქართული ოცნება“ (ავტორი - ოლივიე ტალესი, წყარო: https://www.la-croix.com/Monde/Europe/Presidentielle-reve-georgien-Salome-Zourabichvili-diplomate-francaise-2018-10-26-1200978747).
თურქულ გაზეთ «Daily Sabah»-ში დაიბეჭდა სტატია სათაურით „დაპირისპირების ფონზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მწვავდება“ (წყარო: https: //www.dailysabah.com/europe/2018/10/27/amid-controversy-georgian-presidential-election-heats-up?fbclid=iwar326gxz-zyp-uj7d4mh7u47h1z2wuvpzmz-rm_38gs5b0-g1kf-inqkqf8).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა