logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ra.am“(სომხეთი): თუ აშშ ირანს საქართველოს ტერიტორიიდან დაარტყამს, ირანსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიას მისწვდეს
„ra.am“(სომხეთი): თუ აშშ ირანს საქართველოს ტერიტორიიდან დაარტყამს, ირანსაც შეუძლია საქართველოს ტერიტორიას მისწვდეს
13:41 25.10.2018
სომხური გამოცემის, «Республика Армения»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის ვიზიტის მიზნები რუსეთში და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„ირანის თემა ჯონ ბოლტონის მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. ექსპერტები თვლიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს სურს უფრო დეტალური პასუხი მიიღოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისაგან ირანის მიმართ მათ პოზიციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი რუსი სამხედრო მიმომხილველის ალექსანდრე ხროლენკოს აზრით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში პოზიციებს კარგავს და ასეთ სიტუაციაში ჯონ ბოლტონი ცდილობს უფრო აქტიურად გამოიყენოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რუსეთის, ირანის, თურქეთისა და სირიის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანი ირანს და რუსეთს ესაზღვრება და იმავდროულად აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად ითვლება სამხრეთ კავკასიაში. ამერიკა დაინტერესებულია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის ახალ პერსპექტივებს აჩენს - ამ სატრანსპორტო მაგისტრალის მეშვეობით შეიძლება ტვირთები ავღანეთში იქნეს გადაზიდული. გარდა ამისა, ევროპაში დაწყებული „გაზის ომის“ ფონზე ვაშინგტონი სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს აზერბაიჯანის გაზის პროექტებს: ბაქო და თეირანი ხომ მოსკოვთან ერთად საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მშენებლობითაა დაკავებული, რომლის მეშვეობით ინდოეთიდან და სპარსეთის ყურედან ტვირთები რუსეთში და ჩრდილოეთ ევროპაში იაფად და სწრაფად გადაიზიდება.

რაც შეეხება საქართველოს, ვაშინგტონი თბილისს ნატოში გაწევრიანებას პირდება, ეხმარება არმიის გაძლიერებაში. ამერიკას ასევე შეუძლია საქართველოსთან თანამშრომლობა შავი ზღვის აკვატორიაში თავისი სამხედრო ხომალდების შესაყვანად გამოიყენოს - ირანის დასამუქრებლად, სამხედრო ობიექტებისათვის მასირებული სარაკეტო დარტყმის მიყენების მიზნით: საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ირანის დედაქალაქამდე ხომ პირდაპირი ხაზით 1000 კილომეტრია... თუმცა ირანი, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიასაც მიწვდება საპასუხო დარტყმისათვის.


გასაგებია, რომ აზერბაიჯანს და თურქეთს სომხეთ-ირანის კავშირების ბლოკირება სურთ. სომხეთი ირანისათვის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან დამაკავშირებელი რგოლია. როგორ უყურებს დღეს ამერიკა ირან-სომხეთის კავშირებს? ვაშინგტონი ადრე ყოველთვის გაგებით ეკიდებოდა ერევან-თეირანის ურთიერთობას და განა ერევანს ახლა რთულ სიტუაციაში ჩააყენებს ირანის წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნებით?

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა