„საქართველოში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო სააგიტაციო-პროპაგანდისტული კამპანია
დასასრულს უახლოვდება, ისეთი ამბები ხდება, რომ გარედან მაყურებელ კაცს ძალიან გაუკვირდება: პოლიტიკურ პროგრამებში მარიხუანას გავრცელებაც კი ფიგურირებს“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, რომელშიც საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი სკანდალური ფაქტებია მიმოხილული.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია პარტია „გირჩების“ ლიდერის ზურან ჯაფარიძის მიერ მოწყობილ „კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე“, რომელიც საკუთარი რეიტინგის აწევას და პოპულარიზებას მარიხუანას მოწევის აგიტაციით ცდილობს, თუმცა მას, როგორც იტყვიან ხოლმე, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“: „ნარკოფესტივალში“ მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო, თვითონ ორგანიზატორი კი, რომლის რეიტინგი, ბოლო გამოკითხვით, აუტსაიდერული 5%-ია, დროებით პოლიციაში მიაბრძანეს.
კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მოხდა, ის არის, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, ოპოზიციური კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ამომრჩეველთა შეხვედრის დროს განაცხადა - „17 ნოემბერს ჩემი და მიშას ქორწინების 25 წლისთავია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ იუბილე ზუგდიდში ავღნიშნოთო“. სანდრა რულოვსმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქმარს, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში ბევრი მხარდამჭერი ელოდება და ის ნიდერლანდებიდან უპრობლემოდ დაბრუნდება, მანამდე კი 28 ოქტომბერს, მოსახლეობა პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, რომელიც თავის მსჯავრდებულ ლიდერს შეიწყალებს.
მაგრამ ასეთი პერსპექტივას კაცი ძნელად დაიჯერებს: საქმე იმაშია, რომ გინდაც პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდეს, საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“, ანუ მის დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის ხელში დარჩება. სწორედ მისი ნებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა - ანუ გრიგოლ ვაშაძე, სავარაუდოდ, ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. თუ მიშიკო საქართველოში დაბრუნდება, მისი ციხეში მოხვედრის შანსები ძალიან მაღალია. ასე რომ, სანდრა რულოვსის განცხადება მხოლოდ ამომრჩეველთა გულუბრყვილო ნაწილის ცნობიერების მანიპულირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.
საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული ასეთი აჟიოტაჟი და ბატალიები გარეშე დამკვირვებლების გაოცებას იწვევს: პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული სტატუსი აქვს, რომელიც კიდევ უფრო შეიკვეცება. ასეთი სიტუაციაში ქვეყნის მეთაურის როლი ნომინალური იქნება, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

















