logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kaspiy“(აზერბაიჯანი): რეიტინგი ყველანაირი ხერხით? საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს მარიხუანას არიგებენ
„kaspiy“(აზერბაიჯანი): რეიტინგი ყველანაირი ხერხით? საქართველოში საარჩევნო კამპანიის დროს მარიხუანას არიგებენ
12:04 23.10.2018
„საქართველოში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატთა წინასაარჩევნო სააგიტაციო-პროპაგანდისტული კამპანია დასასრულს უახლოვდება, ისეთი ამბები ხდება, რომ გარედან მაყურებელ კაცს ძალიან გაუკვირდება: პოლიტიკურ პროგრამებში მარიხუანას გავრცელებაც კი ფიგურირებს“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, რომელშიც საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი სკანდალური ფაქტებია მიმოხილული.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია პარტია „გირჩების“ ლიდერის ზურან ჯაფარიძის მიერ მოწყობილ „კანაფის ლეგალიზების ფესტივალზე“, რომელიც საკუთარი რეიტინგის აწევას და პოპულარიზებას მარიხუანას მოწევის აგიტაციით ცდილობს, თუმცა მას, როგორც იტყვიან ხოლმე, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“: „ნარკოფესტივალში“ მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა მიიღო, თვითონ ორგანიზატორი კი, რომლის რეიტინგი, ბოლო გამოკითხვით, აუტსაიდერული 5%-ია, დროებით პოლიციაში მიაბრძანეს.

კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე მოხდა, ის არის, რომ ნიდერლანდებში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, ოპოზიციური კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ამომრჩეველთა შეხვედრის დროს განაცხადა - „17 ნოემბერს ჩემი და მიშას ქორწინების 25 წლისთავია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ იუბილე ზუგდიდში ავღნიშნოთო“. სანდრა რულოვსმა ხაზი გაუსვა, რომ მის ქმარს, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში ბევრი მხარდამჭერი ელოდება და ის ნიდერლანდებიდან უპრობლემოდ დაბრუნდება, მანამდე კი 28 ოქტომბერს, მოსახლეობა პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გრიგოლ ვაშაძეს აირჩევს, რომელიც თავის მსჯავრდებულ ლიდერს შეიწყალებს.

მაგრამ ასეთი პერსპექტივას კაცი ძნელად დაიჯერებს: საქმე იმაშია, რომ გინდაც პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე გახდეს, საქართველოში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება მაინც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“, ანუ მის დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის ხელში დარჩება. სწორედ მისი ნებით დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა - ანუ გრიგოლ ვაშაძე, სავარაუდოდ, ვერაფერსაც ვერ გააკეთებს. თუ მიშიკო საქართველოში დაბრუნდება, მისი ციხეში მოხვედრის შანსები ძალიან მაღალია. ასე რომ, სანდრა რულოვსის განცხადება მხოლოდ ამომრჩეველთა გულუბრყვილო ნაწილის ცნობიერების მანიპულირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული ასეთი აჟიოტაჟი და ბატალიები გარეშე დამკვირვებლების გაოცებას იწვევს: პრეზიდენტს საკმაოდ შეზღუდული სტატუსი აქვს, რომელიც კიდევ უფრო შეიკვეცება. ასეთი სიტუაციაში ქვეყნის მეთაურის როლი ნომინალური იქნება, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა