არსებული სტატისტიკით, შვეიცარიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულები ერთ წელიწადში
- 2016 წლიდან 2017 წლამდე 45%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა, «Tages-Anzeiger» წერს.
პუბლიკაციაში ციტირებულია შვეიცარიელი ჩინოვნიკების - ბარბარა შტეინემანისა და თომას მატერის განცხადებები, რომელთა მიხედვით, „საქართველოდან შვეიცარიაში არა მხოლოდ ეკონომიკური მიგრანტები ჩამოდიან, არამეედ ბევრი კრიმინალებიც, რომლებიც იოლად სარგებლობენ უვიზო რეჟიმით“. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს, პოლიციის მონაცემემებით, სისხლის სამართლის დანაშაული 435-მა ქართველმა ჩაიდინა, 2017 წელს - 631-მა, ანუ რაოდენობა 45%-ით გაიზარდა. ჩადენილ დანაშაულებათა 2/3 ქონებრივ სფეროს მიეკუთნება: „ბინების ძარცვს დროს პოლიცია სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქეს აკავებს“, - ითქვა კანტონების პოლიციის წარმომადგენელთა კონფერენციაზეც. შვეიცარიის ბუნდესრატს (ფედერალურ მთავრობას) უკვე აქვს იმის საფუძველი, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება მოითხოვოს“, - ხაზგასმულია სტატიაში.
P.S. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: NSP.GE

















