logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაქსიმ შევჩენკო: ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის
მაქსიმ შევჩენკო: ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის
11:36 19.10.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ში საუბრობენ ევგენი ბუნტმანი (წამყვანი და მაქსიმ შევჩენკო (ჟურნალისტი და პუბლიცისტი). საუბრის ერთ-ერთი თემა - უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების კონფრონტაცია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაბიჯი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია.

როგორც მაქსიმ შევჩენკო ამბობს, უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია დაიმსახურა. რაც შეეხება დაპირისპირების თავიდან აცილებას, მისი აზრით, საჭიროა სხვა ეკლესიებთან მოთათბირება:

„მაგალითად, საჭიროა მოთათბირება უძველეს ქართულ ეკლესიასთან, რომელსაც რუსეთის ეკლესიაზე უფრო ბევრად ხანგრძლივი ისტორია აქვს. ქართული ეკლესია უფრო ძველია, ვიდრე ელადის ეკლესია, ვიდრე კიევის ეკლესია. ქართველები უძველესი მართლმადიდებელი ხალხია, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო უკვე მერამდენე წელია ებრძვის და ვის ებრძვის? მთელ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთადერთ უძველეს მართლმადიდებელ ხალხს! არადა, დღეს ქართული ეკლესიის როლი და გავლენა ძალიან დიდია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისეთი ადამიანია, რომელიც უდიდესი პატივისცემით სარგებლობს. მისი ავტორიტეტი ურყევია. ილია მეორე არის ის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ხალხი ძნელ-ბედობის ჟამს გადაარჩინა, მისი მამა გახდა. საერთოდ, ქართული სამღვდელოება, ქართველი სასულიერო მსახურები გამოირჩევიან თავიანთი ასკეტობით, წმინდანობით და დამაჯერებლობით. ისინი განსაკუთრებულები არიან. ქართველი მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები ძალიან მძიმე მარხვას იცავენ.

მართლმადიდებლობა ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია. ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიდეთ ქართველებთან და ვთხოვოთ: „ძმებო ქართველებო, უწმინდესო და უნეტარესო პატრიარქო ილია მეორე, დაგვეხმარეთ უკრაინის ეკლესიასთან ურთიერთობის გარკვევაში... კონსტანტინოპოლთან...“

საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი ჩვენთვის, ჩემი აზრით, ანგარიშგასაწევი უნდა იყოს - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-19 საუკუნეში გააუქმა, ეპარქიად გადააქცია და თბილისიდან და ქუთაისიდან წმინდა რელიქვიების პეტერბურგში გატანას ცდილობდა... ჩვენ ქართველებს ძალიან ვაწყენინეთ და ახლაც ამას ვაგრძელებთ, მაგრამ მაინც უნდა მივმართოთ დახმარებისთვის“, - ამბობს მაქსიმ შევჩენკო, თუმცა პროგრამის წამყვანის ევგენი ბუნტმანის აზრით, ამგვარი ნაბიჯი რუსეთის ეკლესიის მხრიდან უტოპიური იქნება.

„ვისთან იბრძვის რუსეთის ფედერაცია, რომელიც თავის თავს მსოფლიოს ცენტრად მიიჩნევს? იბრძვის მართლმადიდებელ სამყაროსთან: ომი ერთმორწმუნე საქართველოსთან, ომი მართლმადიდებელ უკრაინასთან, კონფლიქტი ბელარუსების მართლმადიდებელ ეკლესიასთან, ბერძნებთან“, - აცხადებს მაქსიმ შევჩენკო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა