"რესპუბლიკური პარტიისა" და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ლევან
ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა იმ ინტელიგენციას, ვისაც ფულს უხდის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დაავალა.
ეს განცხადება ბერძენიშვილმა «Deutsche Welle»-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"ივანიშვილი იმ ინტელიგენციისგან, ვისაც ფულს უხდის სანაცვლოდ თითქოს არაფერს ითხოვს. მაგრამ როცა ისე წავიდა საქმე, რომ მის მიერ შერჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი ცოტა ვინმემ თუ მოიწონა, ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა თავისი ინტელიგენციის წარმომადგენლები და დაავალა ასე ეთქვათ: „ის კარგი კანდიდატია, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ“. ძნელია ამ ადამიანების ავტორიტეტზე დავა, ისინი ასაკოვანები არიან, ზოგიერთი მათგანი მართლაც ძალიან დამსახურებული ადამიანია... მაგრამ მსგავსი საქმეები მას უკვე აღარ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილის შემდეგ საქართველოში ასეთი რამ უკვე აღარ იქნება"-აცხადებს ბერძენიშვილი.

















