logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Asahi Shimbun» (იაპონია): საქართველო, რომელსაც რუსეთთან ათი წლის წინ ომი ჰქონდა, პრაგმატული პოლიტიკის წყალობით დღეს ძალზე პოპულარული ქვეყანაა
«The Asahi Shimbun» (იაპონია): საქართველო, რომელსაც რუსეთთან ათი წლის წინ ომი ჰქონდა, პრაგმატული პოლიტიკის წყალობით დღეს ძალზე პოპულარული ქვეყანაა
11:33 12.10.2018
იაპონური გამოცემა, «The Asahi Shimbun» ჟურნალისტ მიტიტაკ ჰატორის ავტორობით საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

გახსოვთ ის საერთაშორისო ინციდენტი, რომელიც ათი წლის წინ მოხდა? „აგვისტოს ომი“, ან როგორც მას კიდევ უწოდებენ - რუსეთ-საქართველოს „ხუთდღიანი ომი“?

საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, შავ და კასპიის ზღვებს შორის. მის შემადგენლობაშია ავტონომიური რესპუბლიკები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. [წლების განმავლობაში] ორივე ავტონომია რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობდა და დე-ფაქტოდ საქართველოსგან დამოუკიდებლები იყვნენ.

2008 წწლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება წინდაუხედავად მოიქცა და სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცადა განდგომილ სამხრეთ ოსეთზე თავისი კონტროლი აღედგინა, მაგრამ რუსეთის ჯარების წინააღმდეგობას წააწყდა და ომი წააგო. მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა დე-იურედ აღიარა, რის შედეგადაც ეს ორი რეგიონი საქართველოს საბოლოოდ ჩამოსცილდა.

2008 წლის აგვისტოს ომი პეკინის ოლიმპიადის დროს დაიწყო - იმ ღონისძიების დროს, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა, ამიტომაც საერთაშორისო თანამეგობრობაში შოკი გამოიწვია. გარდა მისა, ომმა საკმაო რეზონანსი იმითაც გამოიწვია, რომ დაირღვა ე.წ. „მაკდონალდსის კანონი“ - არაოფიციალური ნახევრად სახუმარო წესი, რომლის თანახმად, ის ქვეყნები, რომლებიც იმდენად არიან განვითარებულნი, რომ მათ ტერიტორიაზე ამერიკული კომპანია „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნები არსებობს, ერთმანეთთან ომს არ დაიწყებენო, მაგრამ თბილის-მოსკოვის შემთხვევაში „მაკდონალდსის კანონმა“ არ იმუშავა.

შესაბამისად, საქართველომ ნეგატიური იმიჯი მოიპოვა: პატარა ქვეყანა, რომელმაც დაუფიქრებლად და წინდაუხედავად დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ, თავისმა ნაბიჯმა თვითგანადგურებამდე მიიყვანა. თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო წლებში საქართველოს პოპულარობა მსოფლიოში გაიზარდა. ჩემი აზრით, კავკასიურ სახელმწიფოს იაპონიაშიც ჰყავს ფანატები და აი, რატომ: საქართველო ძალზე ლამაზი ქვეყანაა, მას ბევრი ეგზოტიკური ღირსშესანიშნაობები აქვს. ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია იმისთვის, რომ ქვეყანა ტურისტულ მექად გადაქცეულიყო. საქართველო დღეს უცხოელი ტურისტებისთვის ღია ქვეყანაა, მათ შორის იაპონელი გურმანებისთვისაც, რომლებიც უნიკალური ქართული ღვინის თვისებებზე, ხაჭაპურისა და ხინკლის გემოზე საუბრობენ. პოპულარობის კიდევ ერთი მომენტი: ქართველმა სუმოისტმა იაპონიაში „ოძეკის“ ტიტული მოიპოვა, რის გამოც იაპონური ტელევიზიის პროგრამის „მსოფლიოს საიდუმლოების“ ერთ-ერთი გადაცემა საქართველოს მიეძღვნა. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს შორის საქართველო მორაგბეთა გუნდითაცაა განთქმული. ქართველი მორაგბეები წრთვნებს იაპონიაში ატარებენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ჩემპიონატშიც, რომელიც იაპონიაში მომავალ წელს ჩატარდება, რის შედეგადაც ისინი იაპონიას, ალბათ, კიდევ უფრო დაუახლოვდებიან.

საქართველომ 2014 წელს, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა და თანდათანობით წინ მიდის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე. რუსეთი სეპარატისტულ რეგიონებს ამ მიზეზითაც უჭერს მხარს, რათა საქართველოს ევროპისაკენ წინსვლა შეაჩეროს.

საქართველო და უკრაინა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან: საქართველო რეფორმებს ენთუზიაზმით ახორციელებს. ქართველებმა გააცნობიერეს, რომ მათ სხვა არჩევანი არ დარჩენიათ, თუ არა რეფორმების გზით ღირსეული წინსვლა. თავის მხრივ, უკრაინელებთან საუბრისას თვალში გეცემა მათი ქედმაღლური დამოკიდებულება, ისინი თავიანთ თავს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, ყველა თავიანთ უბედურებაში სხვებს დანაშაულებენ (რასაკვირველია, უმეტესად რუსეთს). ვფიქრობ, რომ უკრაინელები მაინცდამაინც თავს არ იკლავენ რეფორმების გატარების საქმეში და საკუთარ თავს არ ეხმარებიან. ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირის ჩათვლით, ამ ყველაფერს კარგად ხედავს, ამიტომაც ქართველებს უფრო პოზიტიურად ეკიდება. უკრაინელები თუ ასე გააგრძელებენ, მათი იმიჯი არ გაუმჯობესდება. მახსენდება ჩემი ყოფნა ბრიუსელში ერთი წლის წინ: სამწუხაროდ, იაპონიის დელეგაციის ვიზიტი შაბათ-კვირას დაემთხვა, ანუ დასვენების დღეებს და როცა უკრაინის და საქართველოს საელჩოებს შეხვედრა ვთხოვეთ, უკრაინელებმა იმწუთში უარით გვიპასუხეს, ქართველმა დიპლომატებმა კი დიდი სურვილი გამოხატეს და იაპონელ მეცნიერებთან შესახვედრად მოვიდნენ.

სხვათა შორის, საქართველოში ბევრ ქალს სახელმწიფო თანამდებობები უკავია, მათ შორისაა ბელგიაში საქართველოს ელჩიც. ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა ამას მე არც უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი: ქართველი ქალები ეგზოტიკურად ლამაზები არიან, ამიტომაც უცხოელები საქართველოში ყოფნით უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ.

დღეს როცა ვროკავშირთან ინტეგრირებაზე საუბრობენ, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ხშირად ერთობლივად განიხილავენ, მაგრამ აუცილებელია მათი დიფერენცირება, რადგან საქართველო ყველაზე კარგად ართმევს თავს ამოცანებს. მე თუ მკითხავენ, ჩემი აზრით, იაპონიას საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირები უნდა ჰქონდეს, რადგან ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაცილებით ადვილია, ვიდრე უკრაინასთან. საქართველო მასთან შედარებით უფრო სწრაფად ვითარდება.

თუმცა საქართველოც დილემის წინაშე დგას, რის შესახებაც ერთ-ერთმა სამთავრობო ჩინოვნიკმა მითხრა ერთი თვის წინ, სექტემბერში, როცა თბილისში ვიყავი: მართალია, საქართველო ლიდერია უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ მაინც არაა იმის იმედი, რომ ევროკავშირი მხოლოდ ასეთი ერთი პატარა ქვეყნისათვის თავის სტრუქტურებს შეცვლის. ამიტომ, ქართველი ჩინოვნიკის აზრით, აუცილებელია უკრაინისა და მოლდოვას „ამოწევაც“. ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო დროს კიევთან და კიშინიოვთან კავშირების განმტკიცება დაიწყო, რაც ადრე არ შეიმჩნეოდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა და შესაბამისად, ამ ქვეყნების დედაქალაქებში ერთმანეთის საელჩოები დაიხურა. შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, გაიყინა ეკონომიკური კავშირები. ამჟამად სრულიად სხვა სიტუაციაა: აღდგა ეკონომიკური ურთიერთობა, ტრანსპორტის მოძრაობაც დარეგულირდა, მოსკოვიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ყოველდღიურად უამრავი სამგზავრო ავიარეისები ხორციელდება. ადრე ქართულ პროდუქციაზე რუსეთს ემბარგო ჰქონდა დაწესებული, დღეს უკვე მოხსნილია. რუსეთი ისევ გახდა ქართული ექსპორტის მთავარი მიმართულება, განსაკუთრებით ღვინის მხრივ. გარდა ამისა, 2017 წელს საქართველოს მილიონნახევარი რუსი ტურისტი ეწვია და როგორც ჩანს, მიმდინარე წლის შედეგებით კიდევ უფრო მეტი იქნება.

აი, ამითაც განსხვავდება საქართველო უკრაინისგან. სამწუხაროდ, უკრაინას, ჩემი აზრით, არასწორი პოზიცია აქვს დაკავებული: „რაც უფრო გავაღრმავებთ და გავამწვავებთ რუსეთთან კონფლიქტს, ევროპას მით უფრო დავუახლოვდებით“. კიევი მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტას, ეკონომიკის ჩათვლით. მე კი საქართველოს პრაგმატული მიდგომა უფრო გონივრული მეჩვენება: თბილისი, პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას ცდილობს.

რა თქმა უნდა, ისეთ სიტუაციაში, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშაა რუსული აგრესიის გამო, მოსკოვთან ურთიერთობის სრული აღდგენა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

თბილისში ყოფნისას ადგილობრივი ქართული ინტელიგენციის წარმოამდგენლებს პირდაპირ ვკითხე: „განა ევროკავშირი თავის რიგებში ისეთ ქვეყანას მიიღებს, რომელსაც მეზობლებთან ტერიტორიული დავა აქვს, განსაკუთრებით კი რუსეთთან? სამხრეთ ოსეთში [დდა აფხაზეთში] დღეს ცოტა ქართველი ცხოვრობს და აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები და პარტიები მოწოდებების გაჟღერებას სამხრეთ ოსეთზე და აფხაზეთზე უარის თქმის მიზნით?“. ყველა ინტელექტუალმა უარყოფითი პასუხი გამცა. მათი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ტერიტორიებზე უარის თქმის იდეის არსებობა შეუძლებელია და მიმანიშნეს, რომ ტერიტორიულ პრობლემას ყველგან და საქართველოში განსაკუთრებული წონა აქვს.
შემრცხვა, რომ ასეთი სულელური კითხვა დავსვი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა