logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„Kommersant“ (რუსეთი): საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მხარი არ დაუჭერია; თბილისი უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს
„Kommersant“ (რუსეთი): საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მხარი არ დაუჭერია; თბილისი უკრაინულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციას უარყოფს
13:30 09.10.2018
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქომ თავის განცხადებაში უარყო უკრაინული პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უკრაინის ვერხოვნა რადას სპიკერის ანდრეი პარუბის თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თითქოსდა მხარი დაუჭირა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. ქართული ეკლესია აცხადებს, რომ განზრახული აქვს დაელოდოს კონსტანტინოპოლის და მოსკოვის საპატრიარქოთა მიერ მიღებულ „ოფიციალურ, კანონიკურ გადაწყვეტილებას“, - წერს რუსული გაზეთი „კომერსანტი“.

როგორც „კომერსანტს“ თბილისში განუმარტეს, საქართველოს საპატრიარქოს არ სურს ურთიერთობის გაუარესება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და შიშობს, რომ თუ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას, მაშინ ვაითუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ „უკრაინის პრეცედენტის“ საფუძველზე აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიაც აღიაროსო“.

ქართული ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს უკრაინულ პრესაში პერიოდულად ქვეყნდება მასალები, რომლებშიც დამახინჯებულია საქართველოს ეკლესიის პოზიცია უკრაინის ეკლესიასთან მიმართებით. „ამგვარ ფაქტი ვერხოვნა რადას სპიკერის ვიზიტის დროსაც მოხდა: უკრაინის პრესამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოსდა საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. ამგვარი მტკიცება სინამდვილეს არ შეესაბამება. ამჟამად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი რთულად გადასაწყვეტია, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა, რათა უკრაინის მოსახლეობაში დაპირისპირება არ გაღვივდეს“, - ნათქვამია განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ საქართველოს საპატრიარქო თავის პოზიციას მხოლოდ მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილების შემდეგ დააფიქსირებს.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებული მოვლენები, პრობლემის ისტორია, მოსკოვისა და კიევის საპატრიაქოების კონფრონტაცია და დღევანდელი სიტუაცია. მასალაში აღნიშნულია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ კიევის საპატრიარქო „განხეთქილების ჩამომგდებლად“ არის სერაცხული.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინისა და რუსეთის ეკლესიების მეთაურები ფილარეტი და კირილე ცდილობდნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ილია II-ის მხარდაჭერა მოეპოვებინათ. კირილემ თბილისში თავისი წარმომადგენელი ილარიონი გამოგზავნა, რომელიც შეეცადა ილია II უკრაინის ეკლესიის წინააღმდეგ განეწყო. თავის მხრივ, ვაშინგტონში ყოფნისას ფილარეტმა პირდაპირ თქვა, რომ მას უპირველესად ქართული ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან „საქართველოც და უკრაინაც ერთნაირად იტანჯებიან რუსეთის აგრესიის გამო“. მაგრამ საქართველოს ეკლესია ამ ეტაპზე არცერთი მხარის თხოვნას არ თანხმდება. მტავარი მიზეზი, ექსპერტების აზრით, იმაშია, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება იმ პრეცედენტს შექმნის, რომლის საფუძველზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიასაც აღიარებს. 2012 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე უკვე შეხვდა „თვითგამოცხადებული აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის“ მეთაურს დოროფეი დბარს, თანაც ილია მეორესთან შეუთანხმებლად. ამის შედეგად ქართულმა ეკლესიამ უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო მსოფლიო მართლმადიდებლურ კრებაში, რომელიც 2016 წელს კუნძულ კრეტაზე გაიმართა. სხვათა შორის, კრებაში არ მონაწილეობდა რუსეთის ეკლესიაც.

კიდევ რამდენიმე საჩოთირო მომენტი ეკლესიებს შორის ურთიერთობაში: თბილისს ნეგატიური დამოკიდებულება იმ ფაქტის მიმართ, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზ კლირიკებს ლოიალურად ეპყრობა. გარდა ამისა, ქართველი სამღვდელოების მნიშვნელოვან ნაწილს რელიგიური განათლება რუსეთის სასულიერო უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ მიღებული (თვით ილია მეორის ჩათვლით) და, შესაბამისად, მათ დღემდე აქვთ კავშირები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. სხვათა შორის, სწორედ ამ კავშირების წყალობით 2008 წლის აგვისტოს ომში პატრიარქ ილია II-ის ძალისხმევით მოხერხდა დაღუპული ქართველი მეომრების ცხედრების გამოტანა, მათთვის პატივის მიგება, აგრეთვე ტყვეთა გათავისუფლება.

მკითხველებს შევახსენებთ: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მისგან განსხვავებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს“, - ნათქვამია სტატიაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა