logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
kaspiy.az (აზერბაიჯანი): რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველომ აშშ-საგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო
kaspiy.az (აზერბაიჯანი): რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველომ აშშ-საგან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო
17:03 08.10.2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემული და კომენტირებულია პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 500 ათასი დოლარის გამოყოფაზე, რომელიც „სტრატეგიული კომუნიკაციების განმტკიცებისათვის“ დაიხარჯება, ანუ მოსახლეობაში ევროატლანტიკური კურსის პროპაგანდის მიზნით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ რაუფ ორუჯევის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

„აშკარაა, ამერიკელებმა ვერ დაივიწყეს კრემლის აგიტაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც ტელეკომპანია „პირველი კავკასიური“ აწარმოებდა. შეგახსენებთ, რომ ეს ტელეარხი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. გამოცდილება, რა თქმა უნდა, სასარგებლოა იმის გათვალისწინებით, თუ რა მძლავრ და აგრესიულ აგიტაცია-პროპაგანდას ეწევა კრემლის მასმედია - მოსკოვის რეჟიმი ცდილობს მსოფლიოს ყველა კუთხეს მისწვდეს. შესაბამისად, პლანეტის რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მხოლოდ კრემლია მართალი და ყველა დანარჩენი - მტყუანი. ისინი რუსული ტელეარხების მიერ არიან დაზომბებული. მათგან აგრესიულობით ყველაზე მეტად გამოირჩევიან ტელეარხები „რაშა თუდეი“ («Russia Today»), „პერვიი კანალ“ («Первый канал») და „როსია“ («Россия-1»), საინფორმაციო სააგენტო/რადიო „სპუტნიკი“ («Спутник»), - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ამერიკელები რუსეთის წინააღმდეგ კონტრპროპაგანდისათვის შედარებით უფრო მეტ ფულს - 4,6 მილიარდ დოლარს - ევროპულ ქვეყნებს აძლევენ. დამატებით 100 მილიონი დოლარია გამოყოფილი ბალტიისპირეთისათვის... „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კრემლი მასმედიაში ზღაპრულ თანხებს დებს - ზემოთ ჩამოთვლილმა რუსულმა ტელეარხებმა მთლიანობაში 100 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს - დავინახავთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა აშკარად არასაკმარისია“, - ასკვნის ავტორი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა