logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Deustche Welle»(გერმანია): საქართველოში ილია მეორის გაკრიტიკება მკრეხელობად ითვლება, ჰომოსექსუალების ცემისთვის კი არც მღვდლები და არც პოლიცია არ ისჯება
«Deustche Welle»(გერმანია): საქართველოში ილია მეორის გაკრიტიკება მკრეხელობად ითვლება, ჰომოსექსუალების ცემისთვის კი არც მღვდლები და არც პოლიცია არ ისჯება
13:07 08.10.2018
გავლენიანი გერმანული გამოცემა, «Deustche Welle» საქართველოს შესახებ კრსტო ლაზარევიჩის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომლის შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, ნათლად გამოკვეთილი ევროპული თვითშეგნებით, მაგრამ გაურკვეველი მომავლით. ქვეყანა დიდ და მცირე კავკასიას შორის არსებული ქვეყანა პატარაა, მაგრამ ბალკანეთიდან მაინც შეამჩნევ. ევროპის განაპირას მდებარე საქართველო მთებისა და ცუდი გზების გამო მოგზაურს დიდი მოეჩვენება. ქართველები სტუმართმოყვარენი არიან, საჭმელს იმდენს გაჭმევენ, რომ შეიძლება მუცელი გაგისკდეთ... და თუ ამას თვითნახად ჭაჭას დავუმატებთ... საქართველოს მთები ბალკანეთის მთებზე მაღალია, ღვინო უკეთესია, ქეიფიც და დროსტარებაც უფრო ხმაურიანი.

ქართველები გაოცებულნი არიან, როცა ეკითხები - თვლიან თუ არა თავს ევროპის ნაწილად. ეს იგივეა, რომ შეეკითხო - იბანენ თუ არა ხელებს ტუალეტიდან გამოსვლისას. შემდეგ. ევროპაზე ორიენტაციაში ეჭვების გასაფანტავად ქართველებმა ყოველ შენობაზე ევროკავშირის დროშა ჩამოჰკიდეს. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ თვითონ ევროკავშირს არ სურს საქართველოს მიღება - მიზეზი რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპირებაშია. ასე რომ, ქართველებს რამდენიც უნდათ, იმდენი დროშის გამოფენა შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ ევროვიზიის კონკურსისთვისაა საკმარისი და არა ევროკავშირში მიღებისათვის.

კონტრასტები: ვეგანური რესტორნები, ხორცი, კანაფი და ისლამი


თბილისი წინააღმდეგგობების ქალაქია. მაგალითად, გამოხვალ ვეგეტარიანელთა რესტორნიდან ქალაქის ცენტრში და იქვე გამყიდველის წინ აღმოჩნდები, რომელიც ღორის თავს და გოჭებს გთავაზობს. გოჭები მზეზე იხრაკებიან, მათში ყინულიანი ბოთლები დევს, მაგრამ ხრწნის არასასიამოვნო სუნი მაინც დგას. კიდევ ერთი მომენტი: მეტროს სადგურთან ძველი ფაბრიკის კორპუსი დგას, რომელიც სავაჭრო-გასართობ ცენტრადაა გადაქცეული. აქ თავს იყრიან ტურისტები, მხატვრები და [მარიხუანას] ეწევიან. კანაფის მოხმარება ამჟამად აღარ იკრძალება, ექსტაზით სარგებლობა კი დღემდე რვა წლიანი პატიმრობით ისჯება.
ფაბრიკასთან უკიდურესად მემარჯვენედ განწყობილი ადამიანები შეკრებილან და ხელმოწერებს აგროვებენ.
- რაზე აგროვებთ ხელმოწერებს? - ვეკითხები.
- ისლამურ საფრთხეზე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში მუსლიმანები არ იყვნენ.
- მაგრამ საქართველოში ხომ ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს, ასე არაა?
- დიახ და ისინი სწორედ ამიტომ უნდა წავიდნენ.
- კი მაგრამ, სად უნდა წავიდნენ? ისინი აქ მრავალი საუკუნის მანძილზე ცხოვრობენ...
- ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარი ისაა, რომ უნდა წავიდნენ.
ასეთი საეჭვო არგუმენტაციის მიუხედავად, მეტროსთან მდგარი მამაკაცები საკმაოდ ბევრ ხელმოწერას აგროვებენ.

ეკლესიის ძალა

საქართველოში ყოფნისას ბევრი მუსლიმი არ შემხვედრია, სამაგიეროდ სულ უფრო მატულობს მართლმადიდებელი მღვდლების რაოდენობა, რომლებიც მაღალი რეპუტაციით და პრივილეგიებით სარგებლობენ. ეკლესია გადასახადებს არ იხდის, იმავდროულად კი მოსახლეობა მათ პატივს სცემს და ყველგან გზას მოწიწებით უთმობენ. საქართველოში რელიგიამ ვაკუუმი მას შემდეგ შეავსო, რაც კომუნიზმი ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა. კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გაკრიტიკება მკრეხელობად ითვლება.

ტექნობუნტი: რატომ დაიხია მთავრობამ უკან?

ამასთან, საქართველოში არის ისეთი სფერო, რომლითაც ქართული სამღვდელოება შეშფოთებულია და ამიტომ მასში ჩარევას ცდილობს. მაგალითად, ღამის კლუბებში ტრანსვესტიტების ურთიერთობის საკითხში. ერთ-ერთმა ტრანსვესტიტმა მითხრა: „შიგნით თავისუფლებაა, გარეთ კი მტრული საზოგადოება, რომლის წარმომადგენლები ხშირად სცემენ და შეურაცხყოფენ ჰომოსექსუალისტებს. ამისათვის არც მღვდლები და არც პოლიცია არ ისჯება.

ღამის კლუბ „ბასიანიდან“ მაისის თვეში კინაღამ რევოლუცია დაიწყო. ტექნობუნტი მას შემდეგ მოხდა, როცა კბილებამდე შეიარაღებულმა პოლიციამ „ბასიანი“ და კიდევ ერთი მსგავსი დაწესებულება „კაფე გალერი“ დალაშქრა. მეორე დღეს ათასობით ახალგაზრდა პარლამენტის წინ შეიკრიბა პოლიციის რეიდის გასაპროტესტებლად. მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა: მმართველმა პარტიამ, პრემიერ-მინისტრმა და მისმა მთავრობამ უკან დაიხია, ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელები გადადგნენ. ეს ყველაფერი ყოვლისშემძლე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ნებით განხორციელდა. ტექნობუნტის მონაწილეებმა იმიტომ მიაღწიეს წარმატებას, რომ მათ ოლიგარქისაგან დასავლური თავისუფლების რეალიზება მოითხოვეს, ანუ ის, რისთვისაც საქართველო ევროპისაკენ მიისწრაფვის.

რას ნიშნავს „ევროპა“ საქართველოსთვის


ტექნობუნტი მხოლოდ ღამის კლუბებში შეჭრის წინააღმდეგობას არ გამოხატავდა. ეს იყო ორი კულტურის - პროგრესულის და რეაქციულის - შეჯახება, რომელიც პროგრესულმა მოიგო. ქართველებს ევროპა კი სურთ, მაგრამ რას ნიშნავს მათთვის ევროპა? ქართველ მედასაველეთეებს მიაჩნიათ, რომ ლიბერალური ფასეულობების გაზიარება აუცილებელია. ტექნობუნტელები მათგან არ განსხვავდებიან. გარდა ამისა, ქართველთა უმრავლესობისთვის „ევროპა“ ქრისტიანობას და რუსეთის აგრესიისაგან თავდაცვას ნიშნავს, მათ შორის ბრიუსელისგან ფულის მიღებასაც. ამასთან, მათ არ სურთ ლიბერალური მოდერნიზმი, რომლის დროსაც ყველა მოქალაქე, მათ შორის სხვაგვარად მოაზროვნენი და განსხვავებული [სექსუალური] ორიენტაციის ადამიანები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. აშკარაა, რომ ქართველთა უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს.

თუმცა სკეპტიციზმში არ უნდა ჩავვარდეთ: საქართველო იცვლება, ბრძოლა უკეთესი მომავლისათვის მხოლოდ იწყება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა