logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): ერდოღანის ხელი? რატომ აეკრძალა შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): ერდოღანის ხელი? რატომ აეკრძალა შავი ზღვის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება?
13:51 28.09.2018
ბრიტანული გამოცემის, «BBC»-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვრცლადაა განხილული საქართველოს ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის, თბილისში არსებული შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე უმაღლეს სასწავლებელს ერთი წლის განმავლობაში სტუდენტების მიღება აეკრძალა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

გასული წლის რეიტინგის თანახმად, შავი ზღვის უნივერსიტეტი საქართველოს 43 უმაღლეს სასწავლებელს შორის მე-6 ადგილს იკავებს. სტატიაში ავტორი ყურადღებას უთმობს შავი ზღვის უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას, გადმოცემულია რექტორისა და ცალკეულ სტუდენტთა თვალსაზრისები, განხილულია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პოტენციალი.

სტუდენტების მიღების აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად, განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭო IBSU-ს ფინანსურ პრობლემებს ასახელებს, თუმცა სტუდენტები მას უსამართლოდ მიიჩნევენ. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ IBSU-ს ფინანსური პრობლემები არ აქვს და ის ე.წ. „დავალიანება“, რომელსაც ავტორიზაციის საბჭო ასახელებს, სასამართლოში იხილება. ბევრი თვლის, რომ მსგავსი პრობლემების ნამდვილი მიზეზები, რომლებიც საქართველოში მოქმედ სხვა სასწავლებელებსაც შეექმნა, თურქეთში უნდა ვეძებოთ: მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება მათ ფეთულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტო“-სთან კავშირებში ადანაშაულებს, გიულენი კი ოფიციალურ ანკარას თურქეთის მოღალატედ ჰყავს შერაცხული და მის გასამართლებას აპირებს, თუ აშშ-დან მისი ექსტრადიცია მოხდება.

პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა იაზგანის გამონათქვამი, რომელიც მას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტ „ანადოლუ“-სთან ინტერვიუში განაცხადა უნივერსიტეტის წინააღმდეგ სანქციების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე: „სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ „ფეტო“-სთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით [თურქეთის] მოლოდინი ვერ გაამართლა. იქ ჯერ კიდევ მოქმედებს გიულენის მიერ დაარსებული უნივერსიტეტი. ჩვენ თბილისისგან სერიოზულ ნაბიჯებს ველოდებით“. თუ რომელ სასწავლებელი ჰქონდა მხედველობაში ელჩს, ინტერვიუში დაზუსტებული არ არის, მაგრამ როგორც კი შავი ზღვის უნივერსიტეტს სანქციები დაუწესდა, თურქულ პრესაში სტატია გამოქვეყნდა სათაურით „საქართველოში „ფეტო“-ს უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება აეკრძალა“.

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტუდენტთა ახალი კონტინგენტის მიღების აკრძალვის თაობაზე ადამიანის უფლებების დარღვევად შეაფასეს. „ჩვენ ვთვლით, რომ ყველა პრობლემა, რომლის წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დადგა, თურქეთის მხრიდან მომდინარეობს. თურქეთი ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით“, - ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ორგანიზაცია Transparency International-Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ონიანი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ჩამოთვლილია თურქულ საგანმანათლებლო ქსელ „ჩაღლარში“ შემავალი სასწავლებლები, რომლებთაც ბოლო დროს პრობლემები გაუჩნდათ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, თუ როგორ დააკავა საქართველოს ხელისუფლებამ თურქული მხარის მოთხოვნით თბილისის სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი.

„თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2018 წლის მხოლოდ 6 თვის მონაცემებით, ორი მეზობელი ქვეყნის ვაჭრობის მოცულობამ თითქმის 860 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც საქართველოს ვაჭრობის საერთო მოცულობის 18%-ს შეადგენს. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნატოს წევრი თურქეთი მხარს უჭერს და ხელს უწყობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

საქართველოს განათლების სამინისტროში, „ბი-ბი-სი“-ს კითხვის პასუხად, უარყვეს შავი ზღვის უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების პოლიტიკური ხასიათი და განაცხადეს, რომ ყველაფერი სტუდენტთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებაო.

განათლების ექს-მინისტრის გია ნოდიას კომენტარით, „ჩაღლარის“ სასწავლებელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება იმის ეჭვებს აღძრავს, რომ საქართველოს მთავრობა თურქეთის ნებას დაჰყვება და ანკარის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. „ფორმალურად ისე ჩანს, რომ სადამსჯელო სანქციებს ფეთულა გიულენთან და სხვა ვიღაცეებთან კავშირი არ აქვთ და გარკვეული ტექნიკური მიზეზებითაა გამოწვეული. სასწავლებელებს შედარებით უმნიშვნელო ნაკლოვანების გამო სჯიან, რომელთა გამართლება და დასაბუთება ძნელია“, - ამბობს გია ნოდია „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბარში.

თბილისში მდებარე თურქეთის საელჩოში უარი განაცხადეს კომენტარი გაეკეთებინათ არასამთავრობოთა განცხადებაზე, თუ რამდენად ახდენს გავლენას თურქეთი „ჩაღლარის“ ქსელის სასწავლებლების მიმართ განხორციელებულ სანქციებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა